x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უილიამ ბეროუზის პირადი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო მის ცნობილ რომანებს: "ჯანკი" და "პიდერი"


image

უილიამ სიუარდ ბეროუზი (1914-1997)

ცნობილი ამერიკელი ესსეისტი, მწერალი და ჟურნალისტი უილიამ სიუარდ ბეროუზი მეტად ექსცენტრიკული პიროვნება იყო. უფრო მეტიც, მას ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა და ჰალუცინაციებიც აწუხებდა. უილიამ ბეროუზის ეს ფსიქიკური პრობლემები იქცა მის პირად ცხოვრებაში ტრაგედიის მიზეზად. კერძოდ, 1956 წლის 6 სექტემბერს ბეროუზიმ გადაწყვიტა, ცხოვრებაში რეალურად გაეთამაშებინა, თვითონ გამოეცადა ლეგენდა შვეიცარიელ ეროვნულ გმირზე, ვილჰელმ ტელზე (მე-13 საუკუნის ბოლო-მე-14 საუკუნის დასაწყისი), რომლის თანახმად, იგი არ დაემორჩილა გერმანელ სიუზერენს და ამიტომაც აიძულეს, საკუთარი შვილის თავზე დადებული ვაშლი მშვილდ-ისრით ჩამოეღო. ვილჰელმ ტელი, ლეგენდის მიხედვით, განთქმული მშვილდის მსროლელი ყოფილა და მან შეძლო, ბავშვისათვის ზიანის მიუყენებლად შეესრულებინა გაცემული ბრძანება და უილიამ ბეროუზმაც იგივე სცადა პისტოლეტით, თუმცა წარუმატებლად. მწერალმა სტუმრების თანდასწრებით, საკუთარ მეუღლეს, ჯოანა ვოლმერს თავზე დაადგა შამპანურის ჭურჭელი, მაგრამ ტყვია სამიზნე ობიექტს ასცდა და ჯოანა ვოლმერი თავში მიყენებული მძიმე ჭრილობისაგან იქვე გარდაიცვალა (ცნობილია, რომ ამ პერიოდში ბეროუზიც და ვოლმერიც ნარკოდამოკიდებულნი იყვნენ).

უილიამ ბეროუზის პირადი ტრაგედია - მეუღლის, ჯოანა ვოლმერის გარდაცვალების ეს უცნაური ფაქტი იქცა მისი გახმაურებული რომანების "ჯანკი" და "პიდერი" მნიშვნელოვან წყაროდ, ერთგვარ ფაბულად. აღნიშნულ რომანებში ბეროუზიმ ასახა პირადი ცხოვრების ისტორიები და საინტერესო ეპიზოდები, რის შედეგადაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად იქცა.

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0