x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
"მას პრეზერვატივის ჩამოცმაც არ შეეძლო"-მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმის შოკისმომგვრელი აღიარება
image

მაიკლ ჯექსონის პირადმა ექიმმა, კონრად მიურეიმ(Conrad Murray), რომელიც ორი წელი იჯდა ციხეში მომღერლის უნებლიე მკვლელობის ბრალდებით, პოპის-მეფის პირადი ცხოვრების შოკისმომგვრელი საიდუმლო გაამჟღავნა.


მისივე თქმით, ის ძალზე ახლოს იყო მაიკლ ჯექსონთან. თუ მისი სიტყვებს დავუჯერებთ, ამტკიცებს, რომ ჯექსონს პრეზერვატივის ჩამოცმაც კი არ შეეძლო დამოუკიდებლად. ის ხშირად ეხებოდა მის გენიტალიებს, რადგან მომღერალს შარდის შეუკავებლობა ჰქონდა.


"გინდათ იცოდეთ, რამდენად ახლოს ვიყავით მე და მაიკლი?მისი პენისი ხელში მეჭირა ყოველ ღამით, რადგან იძულებული ვიყავი, მისთვის პრეზერვატივი ჩამომეცვა კათეტერით, რადგან მაიკლს შარდის შეუკავლობა სჭირდა. სწორედ ამიტომ, ის მუდამ მუქი ფერის შარვლებს ატარებდა. ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ მას საათობით არ შეეძლო შარდის შეკავება."



ამის გარდა, ექიმმა აღნიშნა, რომ მომღერალი ნარკოდამოკიდებული იყო. მაიკლი პრეპარატ "პროპოფოლზე"ამბობდა, "ჩემი რძეაო" და ითხოვდა ყოველდღე გაეკეთებინა ინექცია, მშვიდი ძილისთვის.


მიურეის მტკიცებით, მომღერლის სიკვდილამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში იგი ცდილობდა მაიკლი დაერწმუნებინა, უარი ეთქვა ამ პრეპარატების მიღებაზე, თუმცა უშედეგოდ.


ამასობაში YouTube-ზე დაიდო დოკუმენტური ფილმის "დატოვო ნევერლენდი"(Leaving Neverland)ტრილერი, რომლის პრემიერა HBO-ზე 3 და 4 მარტს შედგება. ოთხ საათიანი ფილმის მთავარი გმირები არიან უაიდ რობსონი(Wade Robson) და ჯეიმს სეიფჩაკი(James Safechuck) - მაიკლ ჯექსონის მთავარი მსხვერპლნი, რომელთაც თავად "პოპის მეფე" მათ "პატარა მეგობრებს" უწოდებდა.

0
1723
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1723
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0