x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბედნიერი ქორწინების საიდუმლო

image


ცოლ-ქმარმა ერთთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრა. მათ დაფარული არაფერი ჰქონდათ, უკლებლად ყველა საიდუმლოს ერთმანეთს უზიარებდნენ. მაგრამ, იყო ერთი რამ… ცოლმა ქმარს სთხოვა, რომ არასდროს ჩაეხედა ფეხსაცმილს ძველ კოლოფში, რომელიც მისი კარადის ზედა თაროზე ინახებოდა. ქმარს არც არასდროს უკითავს, მასში რა იყო. ის ფიქრობდა, რომ რაღაც პირადი, ქალური იქნებოდა…

ერთხელ მოხუცი ქალი ავად გახდა. როდესაც მდგომარეობა დაუმძიმდა, ქმარს იმ კოლოფის საავადმყოფოში მიტანა სთხოვა, – ჩათვალა, რომ საიდუმლოს გამხელის დრო დადგა.

მოხუცი სახლში წავიდა, თაროდან ყუთი ჩამოიღო და საავადმყოფოში წაიღო. როდესაც გახსნა, მასში 2 მოქსოვილი თოჯინა და ფული ნახა – 95 ათასი დოლარი!

image– მაგრამ… რატომ? როგორ?! – ამ აღმოჩენის შემდეგ, აზრზე ვერ მოდიოდა კაცი.

– ვიდრე დავქორწინდებოდით, – უთხრა მას ცოლმა, – ბებიამ ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გამანდო. მან მითხრა, რომ არასოდეს მეჩხუბა ქმართან და ყოველ ჯერზე, როდესაც შენზე გავბრაზდებოდი, უნდა დავმჯდარიყავი და ყაისნაღით ერთი თოჯინა მომექსოვა.

ქმარს გული აუჩუყდა – ყუთში ხომ მხოლოდ 2 თოჯინა იყო... იფიქრა, 50 წლის თანაცხოვრების მანძილზე, ჩემზე მხოლოდ 2-ჯერ გაბრაზებულაო. ცოლს მოეხვია და აკოცა.

– მაგრამ ფული, ამდენი ფული საიდან გაქვს? – გაოცებას ვერ მალავდა ქმარი.

– ეს კი, ის ფულია, რომელიც თოჯინების გაყიდვით გამოვიმუშავე – უპასუხა ღიმილით ცოლმა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageამის გაკეთება მხოლოდ ქალს თუ შეეძლო (3 ისტორია)
სტერეოტიპები ქალების შესახებ, რომლებიც უარყოფილია მეცნიერების მიერ
ცოლმა და ქმარმა 30 წელი ერთად იცხოვრეს...

0
100
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0