x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ფეხსაცმლის 6 სახეობა, რომელთაც შეუძლია თქვენი ჯანმრთელობა საგრძნობლად დააზიანოს
წლის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 245-292 კილომეტრს გადის ფეხით.


ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. რა თქმა უნდა, ყველას უნდა მოდურად გამოიყურებოდეს, ხშირად ამის გამო ადამიანები არჩევენ ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც აზიანებს სხეულს და შესაძლოა ჯანმრთელობასაც.


წარმოგიდგენთ რამდენიმე სახეობას, რომელმაც შეიძლება საგრნობლად დააზიანოს თქვენი სხეული და ჯანმრთელობა.


1. სამკუთხედი ფორმის, ვიწრო ფეხსაცმელი


image

ასეთი ფეხსაცმლის ხმარება დამოკიდებულია ადამიანის ფეხის სისქესა და სიგანეზე, ხშირად ასეთი ფეხსაცმლის რეგულარული ხმარებისას ფეხზე ჩნდება ჰემორაგიული ბუშტუკები, რომელიც იწვევს კაპილარებისა და ნერვების დაზიანებასაც.


2. საზაფხულო ფლოსტები

image

თუ საზაფხულო ფლოსტები სწორად არაა შერჩეული, მაგალითად, თუ არ აქვს ფეხის ტერფის შესაბამისად ამოზნექილი და ჩაზნექილი ადგილები ანუ არის მთლიანად სწორი ზედაპირის, შეიძლება ამან გამოიწვიოს ფეხის გამრუდება და მაზოლები.


3. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი


image

ასეთი ფეხსაცმლის 2 საათზე დიდხანს ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება. რეგულარულად მათი მოხმარება იწვევს ვარიკოზული ვენებისა და სახსრების დაავადებებს. ასევე დღის განმავლობაში მოხმარება იწვევს ზურგის ტკივილსა და ხერხემლის გამრუდებასაც, თუ ამას ყოველდღიური სახე აქვს.



4. ე.წ ბალეტკებიimage

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მათაც შეუძლიათ თქვენი ჯანმრთელობის დაზიანება. მათ არ აქვს ტერფის სარტყელი, რომელიც ანაწილებს ფეხზე დაწოლილ წონას, ამიტომ შეიძლება მათმა მუდმივმა ხმარებამ გამოიწვიოს ფეხის შეშუპება, მუხლებისა და წელის ტკივილი.



5. არასწორად შერჩეული სპორტული ფეხსაცმელი

image

თუ სარბენად გინდათ სპორტული ფეხსაცმელი, ის არ უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, რადგან შეიძლება გამიოწვიოს სერიოზული ტრავმა.


6. პლატფორმიანი ფეხსაცმელიimage

საგრძნობლად აზიანებს თქვენს ტერფებსა და ქუსლებს. ერთი შეხედვით, მარტივია მათი ტარება, მაგრამ ყოველდღიურად მათი მოხმარება აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას, რადგან ნაბიჯების გადადგმა ხდება მოძრაობის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ექიმები გირჩევენ, რომ საერთოდ არ იხმაროთ იგი.



0
1256
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0