x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიიღებენ საბოლოოდ! - იქნება დიდი ომი
image
სამხედრო ექსპერტი ევგენი სატანოვსკიმ განაცხადა, რომ თუ დასავლეთის ქვეყნები შემდგომშიც განაგრძობენ მუქარას რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომლის სამხედრო არსენალიც ცოტა ხნის წინ ახალი, ინოვაციური ტიპის იარაღით შეივსო, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტი.

ამაზე პოლიტიკოსმა რადიო "ვესტის" ეთერში განაცხადა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენი პლანეტა იარსებებს ზუსტად იმ დრომდე, სანამ მოსკოვი იძულებული არ გახდება, გამოიყენოს თავისი ახალი იარაღი პოტენციური მტრის წინააღმდეგ.

"მიიღებენ საბოლოოდ - იქნება დიდი ომი"- აცხადებს პოლიტოლოგი.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ "მიუხედავად ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა, ჩვენი ცხოვრება ჩვენს ქვეეყანაში გრძელდება. დასავლეთის ქვეყნებთან კონფლიქტი განსაკუთრებულად არ აწუხებს რუსებს, სანამ ეს ხდება ეკონომიკური დავების სივრცეში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს სიტუაცია სამხედრო სფეროში გადავა, ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება."


მანამდე, ბრიტანეთის "Human Security Centre "-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელის როუენ ოლპორტის გზავნილზე საგარეო პოლიტიკის შესახებ, პოლიტოლოგმა უპასუხა, რომ თუ აშშ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გავა, ისინი მიიღებენ ერთ ნაბიჯს წინ და ას ნაბიჯს უკან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, რადგან ეს გადაწყვეტილება სიკვდილისმომტან ბირთვული მიწისზედა რაკეტების განვითარებას გამოიწვევს.



.

0
2332
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
2332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0