x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ქალებს ირჩევენ მამაკაცები ცოლად?
მამაკაცები მარსიდან არიან, ქალები კი ვენერადან. ისინი იმდენად განსხვავდებიან, რომ ზოგჯერ ერთმანეთის გაგებაც უჭირთ. მამაკაცების ლოგიკა კარდინალურად განსხვავდება ქალური ლოგიკისგან. მამაკაცებს თავისი პრინციპები აქვთ და მათზე აგებენ თავის ცხოვრებას. ვერც ერთი ქალი ვერ შეძლებს ამ პრინციპებზე მათ უარი ათქმევინოს. ეს მამაკაცის ბუნებაში დევს.

ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ორი ძირითადი მოთხოვნილება აქვთ, რომლებიც მის ქცევებს განსაზღვრავენ. ეს მოთხოვნილებებია: თავისუფლება და დაპყრობა. თუ ქალი ამ საბაზისო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მამაკაცი მასზე არასოდეს დაქორწინდება. მაგრამ, რას გულისხმობს თითოეული მათგანი?

image

დაპყრობა


1.მამაკაცებს სურთ საუკეთესონი იყვნენ. თანასწორებს შორის ხომ ქალი იმას გამოარჩევს, რომელიც რაღაცით გამოირჩევა. ამიტომ, მამაკაცი ცდილობს მაქსიმალურად გამოიჩინოს თავი სფეროში, რომელშიცაა და ასე ვთქვათ, მაღალი მწვერვალები დაიპყროს.

image

2.რაც უფრო ფართოა მისი მოქმედების სფერო, მით უფრო მომგებიან პოზიციაში გრძნობს ის თავს. თუ ერთ პოზიციაზე წააგებს, მეორეზე ისევ მწვერვალზე იქნება. მას სურს, რომ სხვა მამაკაცებზე უკეთესი იყოს.

3.მამაკაცის ეს მოთხოვნილება მასში მეტოქე სულს აღვიძებს. როცა ის მიმზიდველ ქალს ხედავს, თავისი საუკეთესო თვისებების დემონსტრირებას ახდენს, რომ კონკურენტები ჩამოიშოროს.

image

4.ის, რომ მამაკაცები თავის შეცდომებზე არ სწავლობენ და არ იცვლებიან, ტყუილია. მამაკაცი, რომელიც თვლის, რომ წააგო, თავს გატეხილად გრძნობს. ამიტომ ის ცდილობს, ყველაფერი გამოასწოროს და ხვალინდელი დღე უკეთესი გახადოს.

5.დაპყრობის სურვილი მამაკაცს სტიმულს აძლევს, რომ ცოდნა აიმაღლოს, ტალანტი განავითაროს და წარმატებული გახდეს.

6.დაიპყრო - ნიშნავს, დაიცვა შენი ოჯახი და მას საუკეთესო მისცე.

image

თავისუფლების მოთხოვნილება

1.ეს მოთხოვნილება საუკეთესო მამაკაცურ თვისებებს წარმოშობს. შინაგანი თავისუფლების შეგრძნების აუცილებლობა მამაკაცს აიძულებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობის დიდი წილი თვითონ აიღოს.image2.როცა ქალი აცხადებს, რომ თვითონ იცის როგორ მოიქცეს, ასეც აკეთებს. მამაკაცი კი მეტად აღარ ერევა ამ საქმეში. ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ, სანამ თავად გადაწყვეტდეთ მოქმედებას.

image

3.მამაკაცი ყოველთვის იტოვებს უფლებას, რომ თავისი გრაფიკით იცხოვროს. თუ ცოლი უყვარს და პატივს სცემს, მაშინ ამ გრაფიკის ადაპტაციას ახდენს ერთობლივ ცხოვრებასთან.

4.მას არ უყვარს კრიტიკა, კონტროლი და ზეწოლა. როგორც კი იგრძნობს, რომ მის მართვას ცდილობენ, ყველაფერს უკუღმა აკეთებს.

image

5.მამაკაცები ჯიუტი არსებები არიან. თუ მათ მუხლებზე დგომას აიძულებთ, საპასუხოდ უფრო უარესს გაგიკეთებენ, ვიდრე მათ გაუკეთეთ. ეს მათი დამცავი რეაქციაა და სურვილიც, რომ სამუდამოდ გათავისუფლდნენ მოძალადისგან.image

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ფსიქოლოგიურად და პიროვნულად მომწიფებული მამაკაცი ცოლად ისეთ ქალს ირჩევს, რომელსაც მის წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში მისი დახმარება შეუძლია; რომელსაც შეუძლია ნახევარი ნაბიჯით უკან დადგეს და მაინც საინტერესო ადამიანად დარჩეს, რომლის მოსმენაც და ყურებაც არასოდეს მოსწყინდება.

0
204
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0