x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
10 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ჩვენთვის ზიანის და დისკომფორტის მიზეზი ხდება

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ალკოჰოლი და სიგარეტი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მაგრამ, არსებობს ისეთი ქმედებები, თუ ჩვევები, რომელსაც გამუდმებით ვიმეორებთ და არც კი ვუფიქრდებით, რომ ამით, ზიანს ვაყენებთ საკუთარ თავს.

აქ, თქვენს ყურადღებას, სწორედ ასეთ ჩვევებზე გავამახვილებთ.


I. საჭის დაჭერა «10 და 2» პოზიციაშო.


image


პირველი, რასაც ავტოსკოლებში ასწავლიან — საჭეზე ხელების «10 და 2» პოზიციაში მოთავსებაა. ითვლება, რომ ავტომობილის მართვისთვის, ეს საუკეთესო მდგომარეობაა, იმ შემთხვევისთვის, თუ უეცრად, წინააღმდეგონის გვერდის ავლა იქნება საჭირო. თუმცა, ექსპერტები განსხვავებულ რეკომენდაციას იძლევიან: ხელების პოზიცია «9 და 3» საუკეთესოა იმისთვის, რომ კომფორტულად მოხდეს ავტომობილის შემობრუნება, დიდი სიჩქარის პირობებშიც კი.

«10 და 2», როგორც ავტომობილის მართვის საუკეთესო პოზიცია, დიდი ხნის წინ იყო მოგონილი ავტომრბოლელებისთვის და მას მძღოლებიც იყენებდნენ, ტვირთის შორ მანძილზე ტრანსპორტირებისას. იმ დროს ავტომობილს დაცვის სისტემები არ გააჩნდა და ყველაფერი მძღოლზე იყო დამოკიდებული. XXI ს. სიტუაცია შეიცვალა და ავტომობილის კომფორტული მართვისთვის, ყველაფერია გაკეთებული. ასე, რომ, დღეს უკვე შეიძლება საჭის «9 და 3» პოზიციაში დაჭერა.imageimage




II. გამოძინება შაბათ-კვირას.


image


ის, რომ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია (არა მარტო შაბათ-კვირას), ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ, ცოტასთვის თუ არის 8 საათიანი ძილი პრიორიტეტული. არა და, სწორედ ეს არის რეკომენდირებული დრო ზრდასრული ადამიანებისთვის. ბავშვებს, 18 წლამდე, უფრო მეტი უნდა ეძინოთ, ხოლო მოხუცებს – უფრო ნაკლები. გაგრძელება >>>




III. ორგანიზმის გასაძლიერებლად ვიტამინების მიღება.


image


ის თუ რომელი ვიტამინის მიღებაა საჭირო და საჭიროა, თუ არა მისი მიღება, ექიმმა უნდა განსაზღვროს.



IV. ყურების გაწმენდა.


image


ჩვენი ორგანიზმი იდეალურად აწყობილი მექანიზმია, ხოლო ყურის გოგირდის მოსაცილებლად, «თვითგაწმენდის» ფუნქცია არსებობს. გოგირდი სმენის არხების საპოხი ნივთიერებაა და ის ყურს ბაქტერიების, სოკოს და მწერებისგან იცავს.

როგორც აღვნიშნეთ, ზედმეტი გოგირდი ყურიდან თავისით გამოდის, ხოლო ბამბის ჩხიერბს ორგანიზმისთვის, ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. გაგრძელება >>>


V. ითვლება, რომ მინადუღი ჩაიდანში მავნებელია.


image


მინადუღი, ქიმიური თვალსაზრისით — კალციუმის და მაგნიუმის კარბონატების ნალექია, – ანუ ანტოციდები (სამკურნალო პრეპარატები), რომელიც გულძმარვის დროს გამოიყენება. ასე, რომ, ჩაიდნისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო «ბრძოლის» გამოცხადება საჭირო არა არის. მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, მინადუღი სასარგებლოც კი არის.



VI. კბილების გახეხვა ჭამის შემდეგ.


image


კბილების გახეხვა, რა თქმა უნდა, საჭიროა. მაგრამ, არა მაშინვე, როგორც კი საუზმეს ან ვახშამს დაასრულებთ.

კბილების ემალი — ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მყარი ნაწილია, მაგრამ მჟავა გარემოში, ისიც რბილდება. მაგ., ხორცის, ხილის ან რძის ნაწარმის მირთმევის შემდეგ. საკვების მიღების შემდეგ, პირის ღრუში მხოლოდ წყალის გამოვლებაა რეკომენდირებული. ხოლო, კბილების გახეხვა, ჭამიდან 30-45 წუთის შემდეგ შეიძლება, როდესაც პირის ღრუში РН ბალანსი აღსდგება.



VII. სიესტა – «თვალის მოტყუება» სადილის შემდეგ.


image


ძილი კარგად დანაყრების შემდეგ, ჭარბი წონის დაგროვებას იწვევს.



VIII. სახლში იდიალური სისუფთავის შენარჩუნება.


image


იდეალური სისუფთავე ალერგიის განვითარების რისკებს ზრდის, განსაკუთრებით ბავშვებში. თანამედროვე პედიატრები თვლიან, რომ სტერილურობა და იდეალური სისუფთავე ბავშვს მხოლოდ სამშობიაროში ესაჭიროება, ხოლო სახლში, ის სახიფათოა მის ჯანმრთელობისთვის. ასეთი სისუფთავე აფერხებს იმუნიტეტის და თერმორეგულირების მნიშვნელოვანი მექანიზმების განვითარებას. თუ სახლში ბავშვი არის, უარი უნდა თქვათ საყოფაცხოვრებო ქიმიურ ნივთიერებებზე. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ბავშვს კონტაქტი შინაურ ცხოველებთან ექნება, რაც მის იმუნურ სისტემას გამოაწრთობს და ბავშვს არასტერილურ გარემოში ცხოვრებისთვის მოამზადებს.



IX. მაღვიძარით გაღვიძება.


image


მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ უეცარი გაღვიძება ისევე ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც ძილის ნაკლებობა, გამოუძინებლობა.

ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ტელეფონის ზარით ან მაღვიძარით აღვიძებდნენ, სივრცეში ორიენტირების უნარი შესუსტებული ჰქონდათ, მალე იღლებოდნენ, აღენიშნებოდათ გულის რითმის ცვლილება და დეპრესია.



X. წყლის ჩარეცხვა, უნიტაზის ახდილი სახურავის პირობებში.


image


ის, რომ წყალით ჩარეცხვა მაშინვე უნდა მოხდეს, ყველამ იცის, მაგრამ მთავარია ამის სწორედ გაკეთება. საქმე იმაშია, რომ თუ წყლის ჩარეცხვა ახდილი სახურავის პირობებში ხდება, წყლის უმცირესი ნაწილაკები, ბაქტერიებთან ერთად, 1, 5 მ-ზე იფრქვევა, რაც ჰიგიენური თვალსაზრისით, ნამდვილი საშინელებაა. ამიტომ, ჩარეცხვის დროს, სახურავი აუცილებლად დახურული უნდა იყოს.

imageimage
imageimageimageimageimage






0
196
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0