x
image
თორ ნიკე
Mediator image
სერ ოსუალდ მოსლი - ევროპის ბედი

სერ ოსუალდ მოსლი


სერ ოსუალდ მოსლი იყო ფაშისტური მოძრაობის ლიდერი ინგლისში იმ პერიოდში, როდესაც გერმანიაში ჰიტლერი იყო სათავეში. მას ჰყავდა ძალიან ბევრი მხარდამჭერი, იყო ნიჭიერი ორატორი და ხალხისთვის საყვარელი პოლიტიკოსი გამარჯვების დიდი შანსებით, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის ჩერჩილმა უბრალოდ პოლიტიკური ნიშნით, ციხეში გამოკეტა. ეს რომ არ მომხდარიყო, სავარაუდოა, შესაძლებელიც კი იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის თავიდან არიდება და ბრიტანეთ-გერმანიის თანამშრომლობა.


სერ ოსუალდ მოსლი და მისი ცოლი დაიანა მითფორდი


"ჩვენ გვჯერა საკუთარი თავების, როგორც ინგლისელებს და ევროპელებს. ჩვენ გვჯეროდა ჩვენი თამამემამულე ევროპელების, ჩვენ გვჯეროდა ევროპის ბედის. ჩემო მეგობრებო, ჩვენი მომავალი ისევ არსებობს, რა თქმა უნდა მისი განხორციელება შესაძლებელია, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. შენ ამბობ: "კი, მაგრამ ჩვენ ხომ კვლავ გათითოკაცებული ინდივიდები ვართ და ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა: მთავრობები, ფული, პრესა, ტელევიზია, ყველა ძალას იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ. ყველა დიდი ძალა, მსოფლიოს ყველა მატერიალური რესურსი შენი თქმით, არის გამოყენებული შენ წინააღმდეგ.


სერ ოსუალდ მოსლი


და შენ მართალი ხარ, ისინი მართლაც არიან ჩვენ წინააღმდეგ და ამას გრძნობ. მე არ ვაფასებ მათ, არ მომწონს ისინი, მაგრამ იმედს არ ვკარგავ და თქვენც არ უნდა დაკარგოთ იმედი ვინაიდან თქვენ, ისევე, როგორც მე, გაგვეგება ისტორიისა რაღაც მაინც. თქვენ კარგად იცით ევროპელთა მიღწევების შესახებ და რაც არ უნდა ბნელად ჩანდეს დღევანდელი დღე, ის მაინც არაა ისეთივე ბნელი, როგორიც ზოგიერთი დღე იყო ევროპელთა ისტორიაში.


სერ ოსუალდ მოსლი


ადამიანთა მცირე ჯგუფები შეიკრიბნენ ერთად მტკიცე გადაწყვეტილებით და აბსოლუტური განსაზღვრებით, რომ ისინი თავს სწირავდნენ და ამბობდნენ - ევროპამ უნდა იცოცხლოს! ისინი იდგნენ მედგრად, ისინი იდგნენ ევროპის სასიკვდილო საფრთხის პირისპირ. ევროპის ცივილიზაცია, მისი მიღწევები, მისი დიდება - ყოველი აქ ჩამოთვლილი იყო სასიკვდილო საფრთხის წინაშე. და იკრიბებოდნენ ერთად ევროპელნი და მოდიოდნენ და დგებოდნენ ერთად ამ საფრთხის პირისპირ, უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ მას და ის ურდოები დამარცხებულნი, უკან გაგდებულნი იყვნენ ხოლმე, კიდევ და კიდევ და ისევ და ისევ მთელი ისტორიის განმავლობაში. ჩვენი ევროპა ტრიუმფით ცხოვრობდა იმიტომ, რომ ეს იყო ევროპელთა სურვილი და სიმტკიცე ნებისა, რომ ასე ყოფილიყო.


სერ ოსუალდ მოსლი


ახლა კი ჩვენ გვყავს სხვანაირი ურდოები ჩვენ წინააღმდეგ. არა ისეთივე, როგორც ადრე, არამედ ფულის ძალა, პრესის ძალა. ეს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა გამოყენებული. და ახლა ისმის კითხვა - როგორ შეიძლება შევაჩეროთ ისინი ამჯერად? ჩემო მეგობრებო, ნების მოქმედებით, ევროპული ნებისყოფით. ჩემო მეგობრებო, ჯერ არასდროს გაკეთებულა მასშტაბური საქმე ამ მსოფლიოში თუ ეს ინდივიდთა ერთ მუშტად შეკრულმა ძალამ არ გააკეთა რწმენით, ნებისყოფით, ნებით და გადაწყვეტილებით და შემდეგ ერთობლივი მოქმედების წამოწყებით, პარტიების და ორგანიზაციების დაარსებით, რათა შეასრულონ დაგეგმილი. და რაც ჩვენ უნდა აგავაკეთოთ დღევანდელ მსოფლიოში, არის ის, რომ დავამარცხოთ კომუნიზმი, გავაღვიძოთ ევროპის მიძინებული სურვილი რომ საბოლოოდ გაკეთდეს ის, რაც გასაკეთებელია. ამის გასაკეთებლად კი საჭიროა ევროპის რეალური მისწრაფების გაღვიძება, შინაგანი სურვილი. მხოლოდ და მხოლოდ ესაა საჭირო. თუ ევროპელი ხალხი ხვალ გადაწყვეტს, რომ შეასრულონ თქმული, მათ შეუძლიათ რომ დადგნენ ერთად, შექმნან ევროპული მთავრობა და მოაწესრიგონ მსოფლიო."





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


4. ბაისანგურ ბენოელი

5. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ

6. უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში

7. სპარსელთა ოთხთვიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
163
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
163
  
14 აპრილი, 5:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1