x
image
მანჩო 777
დაბერების საწინააღმდეგო წამალი პირველად გამოსცადეს ადამიანებზე
ადამიანის დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატის პირველი გამოსაცდელი ექსპერიმენტი ტეხასის უნივერსიტეტში სულ ცოტაოდენი ხნის წინ ჩატარდა.

მკვლევარების მიზანია ადამიანის ორგანიზმი გაათავისუფლონ ბებერი უჯრედებისაგან. აქამდე პრეპარატს მხოლოდ ცხოველებზე ცდიდნენ, თუმცა უკვე დაიწყო მისი ტესტირება ადამიანებზე.



image



მეცნიერები თვლიან, რომ ბებერი და დაზიანებული ყველა უჯრედი როდი კვდება. ასეთი უჯრედები აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზმის დაბერების პროცესში. თუ მოხერხდებოდა მათი თავიდან მოცილება, ეს დაგვეხმარებოდა თავი დაგვეღწია ასაკობრივი სნეულებებისაგან.


ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 14-მა ხანშიშესულმა ადამიანმა, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში რეგულარულად ღებულობდნენ წამალს, რომელსაც უნარი შესწევს ორგანიზმიდან გამოდევნოს სიბერის უჯრედები.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. ცდის დასრულების შემდეგ ყველა პაციენტი გაცილებით უკეთესად გრძნობდა თავს, ვიდრე ექსპერიმენტის დასაწყისში.

ექსპერიმენტი გახდა პირველი გამოცდა განსაკუთრებული პრეპარატისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმიდან ტოქსიკურ უჯრედებს გამოდევნის. მეორე ეტაპზე ექსპერიმენტში მონაწილეობას უკვე 35 ადამიანი მიიღებს, რომლებსაც თირკმლების ქრონიკული დაავადება აქვთ. პრეპარატების უსაფრთხოების და მათი ეფექტურობის შემოწმების შემდეგ მეცნიერები კიდევ უფრო გააფართოებენ პაციენტთა წრეს საბოლოო მიზნის მისაღებად. მათი მიზანი კი ჯანმრთელი ადამიანების დაბერების პროცესის შეჩერებაა.

თუკი დამტკიცდება, რომ პრეპარატის მიღება აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანებისათვის, მაშინ გამაახალგაზრდავებელი პროცედურის ჩატარება ისეთივე მარტივი იქნება, როგორც პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან. ამასათანავე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია დაბერების უჯრედების არა სრულ განადგურებაზე, არამედ მათ მინიმუმადე დაყვანაზე.

0
408
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0