x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მუმიფიცირებული ძაღლი, რომელიც 50 წლის მანძილზე ხესთან იყო შეზრდილი



მუმია

ხისმჭრელებმა ძაღლის ეს მუმია 80-იან წლებში აღმოაჩინეს, სამხრეთი ჯორჯიის (აშშ) ერთ-ერთ ტყეში.


სწორედ მუმიფიცირებული ძაღლი აღმოჩნდა ყველაზე შოკისმომგვრელი მონაპოვარი მათთვის, როცა გადაწყვიტეს, ბებერი წიფელი წაექციათ და დაეჩეხათ.


გამოცდილ ხისმჭრელებს ვერაფრით გააკვირვებ: რას აღარ პოულობენ ისინი ხის გადაჭრის დროს: ჩიტების ბუდეებს, ციყვების სამალავებს, სადაც მღრღნელებს საკუთარი განძი – კაკლის, წიფლის და თხილის მარაგი აქვთ გადამალული, ფუტკრების ბუნებრივ გეჯას, თვით ბრჭყვიალა ნივთებით და მინის ფერადი ნამტვრევებით სავსე კაჭკაჭის "განძთსაცავსაც" კი, მაგრამ... ძაღლი? ხის ფუღუროში?



საიდან? როგორ? რანაირად?


წარმოუდგენელია.


მაინც როგორ მოხვდა ძაღლი ხის ფუღუროში?


ხისმჭრელები წავიდნენ და სპეციალისტებს ჰკითხეს აზრი, რას ფიქრობდნენ ისინი მათ "აღმოჩენაზე."


გაირკვა, რომ მონადირე ცხოველი ციყვს გაეკიდა. ციყვი შეძვრა ფუღუროში. ძაღლი მიჰყვა უკან. რაც უფრო მაღლა მიიწევდა ციყვი, მით უფრო ვიწროვდებოდა ფუღურო. ბოლოს ძაღლი ერთიანად გაიჭედა. ვეღარც წინ შეძლო წასვლა და ვეღარც უკან და ამგვარად გაქვავდა სამუდამოდ ერთ ადგილას, ხოლო მერე წყურვილით და შიმშილით მოკვდა.


ძაღლს სახეზე ახატია ის გამომეტყველება, რომლითაც ციყვს დაედევნა: ადამიანის ოთხფეხა მეგობარი გაავებულია და მღრღნელს უღრენს.


დროთა განმავლობაში ხემ მოიშუშა დაზიანება და ფუღუროს შესასვლელი საკუთარი მერქნით ამოქოლა. იქ ძაღლის ნეშტი სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა გარესამყაროსგან, რამაც გამოაშრო და კარგად შემოინახა ის.




0
277
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0