x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნუთუ დიდყურა ძაღლებს უკეთესი სმენა აქვთ

სჭირდებათ თუ არა ძაღლებს გაკრეჭა

გრძელბეწვიანი ძაღლები სიცხეში რომ გრილად იყვნენ, საჭიროა მათი გაკრეჭა. მათთვის ძალიან სახიფათოა გადახურება, გრძელი ბეწვი კი სხეულიდან სითბოს გაცემას ხელს უშლის. მოკლებეწვიან ძაღლებს ბალანი წელიწადის გარკვეულ დროს სცვივათ და ახალი ეზრდებათ .

image

შეუძლიათ ძაღლებს ერთმანეთთან ლაპარაკი?

ძაღლები ერთმანეთსა და ადამიანებს ყეფით ესაუბრებიან. როცა ძაღლი ხმამაღლა, დაუსრულებლად ყეფს, როგორც წესი, რაღაც აწუხებს. ორ-სამჯერ მოკლე დაყეფება კი მისალმებას ნიშნავს.

რატომ სჭირდებათ ლეკვებს ვარჯიში?

ლეკვებისა და ძაღლებისათვის ვარჯიში სასარგებლოა . რადგან ამით ჯანმრთელობას ინარჩუნებენ. ღონე ემატებათ, ენერგიას ხარჯავენ და კარგადაც სძინავთ. ვარჯიში ძალიან უყვართ, რადგან ის მათთვის ერთგვარი თამაშიცაა. მის გარეშე მოუსვენრობა ეუფლებათ.

image

ნუთუ დიდყურა ძაღლებს უკეთესი სმენა აქვთ? არა, თუ გრძელი და ჩამოყრილია, როგორც ბლანჰაუნდს აქვს. ეს ძაღლები საოცარი ყნოსვით გამოირჩევიან. დიდი პარტყუნა ყურები კი მათ სმენას უქვეითებს. ზოგჯერ სიყრუის მიზეზიც ხდება.

ძაღლებს, ისევე როგორც ჩვენ, ზოგჯერ პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდით . რადგან ღრძილები აქვთ დაავადებული. ამიტომ პატრონებმა ძაღლებს კბილები მათი კბილის პასტით უნდა გაუხეხონ.

image

მოსწონთ თუ არა ძაღლებს მოვლა - ვარცხნა? ზოგ ძაღლს დავარცხნა მოსწონს, ზოგს ეჯავრება. მოვლა-ვარცხნის ანუ გრუმინგის შედეგად მათი ბეწვი სუფთა და ფუმფულა ხდება . სამოედებს ულამაზესი თეთრი ბეწვი აქვთ. და მისი ვარცხნა ამ ძაღლების უმრავლესობას სიამოვნებს.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0