x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოდან, რომელიც მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს შორის 1100-ე ადგილს იკავებს

ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოდან, რომელიც მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს შორის 1100-ე ადგილს იკავებს


image

წლებია, ''Times Higher Education'' მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგს ადგენს. ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა 2019 წლის უნივერსიტეტების რეიტინგი, რომელიც ჯამში მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს მოიცავს.

კვლევითი ორგანიზაციის მიერ რეიტინგის შედგენის ძირითადი კრიტერიუმებია:

⦁ სწავლება
⦁ კვლევა
⦁ ცოდნის ტრანსფერი

⦁ შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან
⦁ მიზანზე გასვლა

⦁ საერთაშორისო პერსპექტივა

⦁ საერთაშორისო პრესტიჟი
⦁ 13 კოლაბორაციული ინდიკატორი, რომელიც განასხვავებს უნივერსიტეტებს ერთმანეთისგან და ნათლად წარმოაჩენს შედარების ხარისხს.
⦁ სტუდენტების, აკადემიების, უნივერსიტეტების ლიდერებისა და მთავრობის გამოკითხვა


2019 წლის უნივერსიტეტების რეიტინგი შედგენილია პროფესიონალი აუდიტის სერვისის ''PricewaterhouseCoopers (PwC)'' დახმარებით.



image

ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო რეიტინგში მოხვდა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.



იგი რეიტინგში წარმოდგენილი მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტებიდან 1100-ე ადგილს იკავებს.


კრიტერიუმების მიხედვით, შეფასება წარმოუდგენლად დაბალია.


თუკი რეიტინგში პირველ უნივერსიტეტის მაჩვენებლები კრიტერიუმების მიხედვით ასე გამოიყურება:


ჯამური/სრული - 96/100

სწავლება - 91.8/100

სამეცნიერო კვლევა – 99.5/100

ინდუსტრიული შემოსავალი - 67/100

საერთაშორისო პერსექტივა - 97.3/100


image

თსუ-ს მაჩვენებლები ამავე კრიტერიუმების მიხედვით ასეთია:

სწავლება - 15.2/100(ერთ-ერთი ბოლო ამ კრიტერიუმის მიხედვით)

სამეცნიერო კვლევა – 9/100

ინდუსტრიული შემოსავალი - 34.4/100

საერთაშორისო პერსექტივა - 44.6/100


image

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2017 წელს თსუს რეიტინგული ადგილი პირველ 800 უნივერსიტეტს შორის მდებარეობდა, 2018 წელს რეიტინგი დაეცა და 1000 უნივერსიტეტს შორის მოხვდა, ხოლო 2019 წელს კიდევ 100 სარეიტინგო ადგილით დათმო პოზიციები.


რეიტინგში საქართველოზე წინ იმყოფება ინდოეთის 49, თურქეთის - 23, ინდონეზიის - 5, ყაზახეთის - 2, ლიბანის - 2, ტუნისის - 3, და აფრიკული ქვეყნების 100-ზე მეტი უნივერსიტეტი.



თქვენთვის საინტერესო თემები

--------------------------

მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა

--------------------------

U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!

--------------------------

საქართველოს მასწავლებელთა ხელფასი აფრიკის ქვეყნებში გაცემულ ხელფასზეც ნაკლებია!

--------------------------

რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?

--------------------------

''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა


--------------------------

ქართველ სტუდენტთა 41, 2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას, რამდენიმე 10 000-სს კი სტატუსი უკვე შეუჩერდა

--------------------------

2018 წლის კვლევა და შედეგები: ა)ქართველი მოზარდები უფრო ადრეულ ასაკში ხდებიან სტუდენტები, სხვა ევროპელებთან შედარებით. ბ)ყველაზე მოთხოვნადი და არაპოპულარული ფაკულტეტები.


-----------------------------------------------------------------

სტატია მომზადდა სპეციალურად Intermedia.ge-სთვის

©️ სტატიის ავტორი - N.G.

-----------------------------------------------------------------





1
544
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
544
  
2019, 16 აპრილი, 0:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1