x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აუცილებლად სანახავი - აჭარა
დავიწყოთ ახალი რუბრიკა - "აუცილებლად სანახავი".

პირველი ობიექტი იყოს აჭარა, საქართველოს დასავლეთით მდებარე კუთხე, რომელიც ცნობილია შავი ზღვის სანაპიროთი. აჭარა მდიდარია ციხეებით, ეკლესიებით, მეჩეთებითა და ხიდებით, თუმცა ჩვენ სტატიაში დღეს სწორედ იმ 5 საუკეთესო ადგილზე ვისაუბრებთ, რომელტა ნახვის გარეშეც ვერ იტყვით, რომ აჭარა გინახავთ.

1) პეტრას ციხე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

image


პეტრას ციხე სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ამ ციხის ქართული სახელწოდებაა "ქაჯეთის ციხე". ვარაუდობენ, რომ "ვეფხისტყაოსანში" სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული. სამწუხაროდ, დღესდღეობით პეტრას ციხე ასეთი სილამაზით აღარ გამოირჩევა, ვინაიდან მხოლოდ ნაგრევებია შემორჩენილი, თუმცა მისი სილამაზით მაინც იხიბლებიან ტურისტები. იგეგმება ციხის რეაბილიტაცია.


2) თამარის ხიდი (ქვისთაღოვანი ხიდი) - კასპის მუნიციპალიტეტი

image

თამარის ხიდი, ე.წ. ქვახიდა მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ "რკონში". ხიდი თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. მისი სიგრძე 20 მეტრია, ხოლო სიმაღლე 6 მეტრი. თამარის ულამაზესი ხიდის გადავლის შემდეგ კი თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ბუნება ჩანჩქერითურთ. მახუნცეთის ჩანჩქერი და მასტან მიმავალი გზა არასოდეს წაიშლება თქვენი მეხსიერებიდან.


3) მწვანე ტბა (ბეშუმი) - ხულოს მუნიციპალიტეტი

image
საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელმაც იცის მწვანე ტბის არსებობის შესახებ, აჭარაში მხოლოდ შავ ზღვაში არ ბანაობენ. მწვანე ტბა განსაკუთრებით სასიამოვნოა ცხელ ზაფხულში, ვინაიდან მასში ძალიან, ძალიან ცივი წყალია. ის ზღვის დონიდან 2058 მეტრზე მდებარეობს. წყალი სასმელად ვარგისია, ხოლო თევზი არ ბინადრობს. მისი სილამაზე ცნობილია საქართველოს საზღვრებს გარეთაც.


4) ბათუმის სამების ტაძარი - ბათუმი

image

აჭარის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ანუ ბათუმში, მდებარეობს სამების ტაძარი, რომელიც აუცილებლად უნდა შევიყვანოთ სიაში. ბათუმის ცენტრდან მონასტრამდე დაახლოებით 25 წუთის სავალია. ამ მონასტრის ნახვა მიზანშეწონილია კიდევ იმის გამო, რომ აქედან ქალაქზე შესანიშნავი ხედი ეცემა.


5) ალი და ნინო - ბათუმი

image

მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში კიდევ ძალიან ბევრი რამ არის სანახავი - მტირალას ეროვნული პარკი, მახუნცეთის ხიდი, ხირხათის ციხე და ა.შ. ჩვენს სიაში მეხუთე ადგილი ბათუმის სიმბოლომ, ყველაზე რომანტიული ქანდაკების ტიტულის მფლობელმა ძეგლმა - "ალი და ნინომ" დაიმსახურა.


ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აჭარა ცნობილია უგემრიელესი და მრავალფეროვანი კერძებით. მათგან ყველაზე პოპულარული, რა თქმა უნდა, აჭარული ხაჭაპურია, თუმცა არანაკლებ გემრიელია შემდეგი კერძები: აჩმა, აჭარული დაწნული ყველი, კაიმაღი, იახნი და ა.შ.

image

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ბერო880
ბერო880
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0