x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლეგენდა ქორწილის შესახებ

image


ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, უყვარდებათ, ქორწინდებიან!

ქორწილი! ახალგაზრდები ნერვიულობენ. პატარძალი წარმოუდგენლად ლამაზია. წინასაქორწილო სამზადისი: კაბა, მოსაწვევები, ტორტი, სუფრა – უკვე წარსულშია. მაგრამ, ყოველთვის ასე არ იყო…

დიდი ხნის წინ, როდესაც ღმერთები ჯერ კიდევ ოლიმპზე ცხოვრობდნენ, იქ ორი ახალგაზრდაც იყო. ისინი ბავშვობიდან სულ ერთად იყვნენ. ხოლო, როდესაც წამოიზარდნენ, – ერთმანეთი შეუყვარდათ.

ახალგაზრდებს ძალიან უყვარდათ ადამიანებთან ჩასვლა, მათი დახმარება და უბრალოდ, დაკვირვება ადამიანების ცხოვრებაზე... როდესაც ისინი გაიზარდნენ, მათი ყურადღება იმან მიიქცია, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, ადამიანები ოჯახებს ქმნიდნენ. შემდეგ მათ შვილები უჩნდებათ, რომლებიც ძალიან უყვართ და ზრუნვას არ აკლებდნენ.

და შეყვარებულებსაც მოუნდათ ოჯახის შექმნა, ადამიანებს შორის ცხოვრება, შვილების აღზრდა. მათ თხოვნით ზევსს მიმართეს, რომ მათთვის ადამიანებს შორის ცხოვრების უფლება მიეცა. ზევსს ეს აზრი არ მოეწონა, უფრო სწორედ, ძალიან არ მოეწონა. ის ხმამაღლა ყვიროდა, ირგვლივ კი ქუხდა და ელავდა. ბოლოს, ცოტა რომ დამშვიდდა, შეყვარებულებს უთხრა: «თუ წახვალთ, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გექნებათ. უკვდავები აღარ იქნებით და ისე დაამთავრებთ ცხოვრებას, როგორც სხვა ადამიანები. თქვენს ცხოვრებაში როგორც ბედნიერება, უბედურებაც ბევრი იქნება. გინდათ ასეთი ცხოვრება? თქვენი უზრუნველი ცხოვრება დასრულდება და ოლიმპზე ვერასდროს დაბრუნდებით».

ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ ზევსის სიტყვა კანონი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთ მშვენიერ დღეს, ადგნენ და ოლიმპიდან წავიდნენ. შეყვარებულებმა ადამიანებს უთხრეს, რომ ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა უნდოდათ. მათი გადაწყვეტილება ყველას მოეწონა და რადგან ისინი უბრალო ადამიანები კი არა, ღმერთის შვილები იყვნენ, ადამიანებმა მათთვის, შეუღლებასთან დაკავშირებით, ზეიმის მოწყობა გადაწყვიტეს. ხოლო შეყვარებულებს, — სიძე და პატარძალი უწოდეს.

ქალებმა თავიანთი სამოსიდან და სამკაულიდან ყველაზე ლამაზი და შეარჩიეს და პატარძალი გამოპრანჭეს... და ისედაც ლამაზი გოგონა, კიდევ უფრო გალამაზდა. საქმროს შედარებით მოკრძალებულად ჩააცვეს, რადგან მამაკაცები ყოველთვის უფრო მკაცრ სამოსს ატარებდნენ. სამაგიეროდ, სიძეს სიყვარულისგან თვალები ისე უბზინავდა, რომ პატარძალს მისი ტანსაცმელი არც კი შეუმჩნევია...

სიძე-პატარძალს, ზეიმზე მისულმა სტუმრებმა, უამრავი საჩუქარი მიუტანეს. ახალდაქორწინებულებს ჯერ-ჯერობით ხომ არაფერი გააჩნდათ?!

მოეწონათ ადამიანებს ქორწინების ასეთი წეს-ჩვეულება და მას ქორწილი დაარქვეს.

იქიდან მოყოლებული, ყველა ახალგაზრდა წყვილს ქორწილის გადახდის სურვილი აქვს – უნდა, რომ მათი ერთობლივი ცხოვრება ზეიმით დაიწყოს.

ზეიმი კი, სხვა ყველაფერთან ერთად, საჩუქრებს და მილოცვებს ითვალისწინებს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

რატომ სრულდება ქორწინების რიტუალი კოცნით და ვინ შემოიღო ეს ტრადიცია


image


image
ბედი და ბედისწერის «მექანიზმი». შემთხვევით არაფერი ხდება...


image

image
მისალოცი სადღეგრძელოები


image



0
540
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0