x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მზადება სკოლისთვის (ბავშვი ფსიქოლოგთან მიიყვანეს ტესტირებაზე)

image


პატარა ნატალის სკოლაში მიყვანა უნდოდათ. მაგრამ, იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად მზად იყო სწავლისთვის, ფსიქოლოგთან ტესტირების გავლა იყო საჭირო.

– აბა, ყველაზე მარტივით დავიწყოთ, – თქვა ფსიქოლოგმა და ბავშვს მაგიდაზე ცვილისგან გაკეთებული ხილით სავსე თასი დაუდგა. – ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ყურძენი. ამ ყველაფერს რა ჰქვია?

ნატალი ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა.

– გავაგრძელოთ. აი კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, კარტოფილი, ხახვი. ეს ყველაფერი ერთი სიტყვით როგორ უნდა ვთქვათ? – ფსიქოლოგმა ბავშვს ახლა თასი დაუდგა, რომელშიც ბოსტნეულის ცვილის ფიგურები ეწყო.
ბავშვმა ქვედა ტუჩზე იკბინა და თავი ჩაღუნა.
– მარწყვი, ჟოლო, ალუბალი… რა ჰქვია ყველაფერს ერთად? არ იცი? – გაუმეორა კითხვა ფსიქოლოგმა.
– დამავიწყდა, – ჩაიჩურჩულა პატარამ და თვალები ცრემლით აევსო.

– ვფიქრობ, რომ სკოლაში ბავშვის მიყვანა ჯერ ადრეა, – უთხრა ნატალის დედას ფსიქოლოგმა. – დაიცადეთ ერთი წელი, ამეცადინეთ ბავშვი. მან ელემენტარული რაღაცებიც კი არ იცის!

გაოცებულმა დედამ ბავშვს შეხედა:
– ნატალი, – მან ხელი ხილს დაადო და ჰკითხა – შენ ხომ იცი, ამას ერთი სიტყვით რა ჰქვია?
– ა! გამახსენდა! – სახე გაუნათდა გოგონას. – მულაჟია, მულაჟი!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image«ბავშვი გამხდარი და ცელქი უნდა იყოს» – ცნობილი პედიატრის რჩევები
ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!

დედის რჩევები (მამის ჩასწორებებით)



0
29
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0