x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ბიბლიური სასწაული კორეის კუნძულზე

image


"აღაპყარი შენი კვერთხი და გააწვდინე ხელი შენი ზღვაზე და გაყავი, რათა ისრაელის შვილებმა შუა ზღვაში გაიარონ." - სთხოვა მოსემ უფალს.

ის ისტორია, სადაც მოსემ ზღვა შუაზე გაყო და იუდეველი ხალხი აღთქმულ მიწაზე მიიყვანა, ცნობილია იმ ხალხისთვისაც კი, ვინც რელიგიისგან შორს არის.

კორეის კუნძულ ჩინდოზე მსგავსი მოვლენა წელიწადში რამდენჯერმე შეინიშნება. ზღვის წყალი უკან იხევს და წყლის ქვეშ ჩნდება 3კილომეტრიანი გზა 40 მეტრის სიგანით.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ხდება იმ მომენტში, როცა მთვარე, მზე და დედამიწა ერთ ხაზზე განლაგდებიან მიზიდულობის ძალით და ახდენენ ტალღების უკან დახევის პროვოცირებას. გზის გამოჩენისას იქ ტურისტების წარმოუდგენელი რაოდენობაა და გასაკვირი არ არის. ფენომენი ნამდვილად მშვენიერია და გრძელდება მხოლოდ 1 საათი.



image

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა სრულიად ლოგიკური ახსნა წარმოადგინეს, ადგილობრივებს შორის არსებობს მისტიკური ლეგენდა.

პატიმარი ძჩჯინი და მისი ოჯახი ჩეჩჯუდოს კუნძულზე გადაასახლეს. მათი გემი ჩაიძირა. თუმცა, ისინი იღბლიანი გამოდგნენ და ოჯახი გადარჩა. მათ უახლოეს კუნძულზე მიაღწიეს, რომელიც ჩინდო აღმოჩნდა. ოჯახი სოფელ ხვედონში ( ვეფხვების სოფელი) დასახლდა. მათ მტაცებლები მუდმივად თავს ესხმოდნენ.

სონას შთამომავლები კუნძულზე ცხოვრობდნენ 200 წელი - რეგულარულად ებრძოდნენ ვეფხვებს. დაიღალნენ მუდმივი ბრძოლით და მათ გადაწყვიტეს გადასვლა მეზობელ კუნძულ მოდოზე.


image

წასვლისას მათ სოფელში დარჩათ ერთი მოხუცი ქალბატონი . მოხუცმა ქალბატონმა დაიწყო ზღვის დრაკონის მისამართით თხოვნა და ლოცვა. დრაკონმა აჩვენა გზა, რომელიც მოდოსკენ მიდიოდა, მაგრამ ნახევარი გზის გავლის მერე, ქალმა დაკარგა ძალა და დაეცა. ოჯახი დაბრუნდა მოხუცთან და წაიყვანა, მაგრამ ქალი დაიღუპა. სიკვდილის წინ მადლობა გადაუხადა დრაკონს. მოხუცის სიკვდილის შემდეგ, მის პატივსაცემად, ძეგლი აღმართეს ზღვის გადაკვეთის ადგილას.


image

0
418
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0