x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ვარლამ წიკლაური- ახლა “დააქრიალებთ” მის ფოტოს და ქილიკობთ
image
ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე "იმედის კვირაში" გასულ სიუჟეტზე განმარტებას აკეთებს, სადაც სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორმა, სპარტაკ ბუკიამ საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, ამ რეპორტაჟის ნახვი შემდეგ ინტერნეტმომხმარებლები ქილიკობდნენ სპარტაკ ბუკიაზე:დირექტორად მგონი პაციენტი დანიშნესო.



"არა მგონია, ადამიანის ვიზუალი სახუმარო თემა იყოს, მით უმეტეს, როდესაც ის ყოველდღიურად სიკვდილსა და გაუსაძლის ტკივილებს ებრძვის... ვწერ მენეჯერზე და შეგნებულად არ ვაკონკრეტებ დაწესებულებას, რომელზეც ის ბოლო ერთი წელი 24 საათის განმავლობაში ზრუნავდა, ფიქრობდა, როგორ გაეუმჯობესებინა დაწესებულების ბენეფიციართა ყოველდღიურობა. ეს ადამიანი რეპორტაჟის მომზადებისას თავად დაგვიკავშირდა და გვთხოვა პირადად მოეყოლა, რამდენად რთული გზა გაიარა ამ ერთი წლის განმავლობაში. ის ნამდვილად იმსახურებს მადლობას და არა ქილიკსა და დაცინვას".

image

როგორც ირკვევა, სპარტაკ ბუკია დაახლოებით სამი თვის წინ, სურამში გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ მდგომარეობა უფრო მძიმე აღმოჩნდა, სიმსივნე! სამი თვეა ებრძვის ვერაგ დაავადებას და ძალიან დაუძლურდა.



" როდესაც გაიგო, რომ რეპორტაჟს ისევ ვამზადებდით დაწესებულებაზე, დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ უნდოდა მოეყოლა ყველაფერი, სურამის ფსიქიატრიულის რეაბილიტაციის შესახებ, რა გააკეთა და ასე შემდეგ! ბუნებრივია, მივედი, იწვა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სიარული ძალიან უჭირდა, სინქრონის ჩაწერის დროს ისვენებდა, სუნთქვა უძნელდებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა ბევრი რამის თქმა. ახლა “დააქრიალებთ” მის ფოტოს და ქილიკობთ - ალბათ არ იცოდით, რა სჭირდა, ხომ? თავადაც აქვს სოციალური ქსელი და საკუთარი ფოტოები ნახა, შემდეგ ის საშინელი კომენტარები! სპარტაკის მდგომარეობა საღამოს დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს! ეს ვართ, საზოგადოება!" - აკონკრეტებს ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური.




0
155
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0