x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აი, ველოდებოდი მესიას, რომელიც დადგებოდა წინ და არ გაატარებდა რუსებს - დავით ქაცარავა
image

ვინ არის დავით ქაცარავა? თვალისმომჭრელი აღნაგობის გარდა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზნეობრივად უფრო მეტად გამორჩეული ადამიანი. მსახიობი, თუ სპორტსმენი, ტელე წამყვანი, თუ მეოჯახე სამაგალითო ადამიანი, რომელიც არა ამ ყველაფრით იქცევს ყურადღებას. მის ცხოვრებაში რაც ყველაზე აღსანიშნავია, არის ის, რომ ის და მისი რამდენიმე მეგობარი საოკუპაციო ხაზთან დგანან, შეუიარაღებლები და იცავენ საქართველოს საზღვრებს.

imageimage

რას ყვება თავად ის ია ფარულავას გადაცემაში -“ ფარული კონვერტი ":


გადაღებიდან ისევ საოკუპაციო ზოლზე ვბრუნდები, იცით ალბათ მხურვალეთი დიდი ხანია ოკუპირებულია, და გაჩნდა კიდევ ახალი კერა. რუსები რაღაც საგრძნობლად გააქტიურდნენ კონკრეტულად ამ მონაკვეთში . შესაბამისად დამატებითი ლოკაცია გაჩნდა ჩვენი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიწა წყლის დასაცავად.

imageimage

დათო ქაცარავა - “ მეამბოხის დაბადება "

ის დაიბადა თბილისში, დიდუბის ერთ-ერთ უბანში., “ მქონდა ბედნიერი ბავშვობა, მაგრამ ყველაზე ტკბილი მოგონებები ასოცირდება აფხაზეთთან."- ამბობს დათო. მოკლედ ბავშვობა იყო ასეთი, როგორც 90-იანებს შეეფერებოდა . არაფრით გამორჩეული. ჩემი პირველი ემოცია, როგორც მეამბოხის, იყო 1989 წლის პირველ აპრილს, როგორ უყურებდა ხალხი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას, როგორი მეამბოხეები იყვნენ ჩემი მშობლები, როდესაც მიტინგზე მოვხვდი, 11 წლის ვიყავი და ჩამრჩა გონებაში ეს ყველაფერი. და 9 აპრილის დილა რომ გათენდა, იქიდან დაიწყო რეალურად აი ამ მეამბოხის დაბადება. აფხაზეთის ომის დროს იმ ასაკის არ ვიყავი, იარაღით ხელში მებრძოლა. 2008 წლის ომში მოხალისედ ჩავეწერე, მაგრამ ვერ მოვხვდი, ვიჯექი და ველოდები.

imageimageimage

აი, ველოდებოდი მესიას, რომელიც დადგებოდა წინ და არ გაატარებდა რუსებს.

დათო ქაცარავა, როგორც ექსტრემალი

სპორტის თითქმის ყველა სახეობაზე დადიოდა, მაგრამ საბოლოოდ ჯომარდობაში დაიმკვიდრა თავი. “ ჯომარდობა ეს იყო ჩემში ჩადებული რაღაც კოდი, რომელმაც, აღმოჩნდა, რომ პროფესიონალად მაქცია. "

imageimage

დღეს დათოს დამსახურებით გახდა ეს სპორტი ცნობილი და აქტუალური . ჯომარდობის და კანოეს ფედერაციის თავმჯდომარეა. თუმცა ის აცხადებს, რომ არის ძალიან გულ დაწყვეტილი. 2016-17 წლებში ჩავატარეთ ევროპის თასი და ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში. რადგან მან მოიპოვა მსოფლიოში უპრეცენდენტო თანხმობა ევროპის თასის და მსოფლიო თასის ჩატარებისა ახალ მდინარეებზე, ცხენისწყალსა და რიონზე. საქართველოს სპორტის სამინისტროდან კი პასუხად მივიღე ნული. შედეგად, ვერ ჩატარდება ეს ტურნირი და პასუხად ფედერაციას უნდა აუხსნა უარი წერილობით.

560 დღე საოკუპაციო ხაზთან

რუსებმა კიდევ ერთხელ გადმოსწიეს მავთულხლართები და ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი დავით ქაცარავასთვის. მან გადაწყვიტა, პირისპირ დამდგარიყო მტრის წინააღმდეგ.

“ 28 წელი დამჭირდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად. და ის ბოლო წვეთი საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ბერშუეთში, გახდა მიზეზი იმისა, რომ 560 დღეა, უკვე საზღვარზე ვიმყოფებით. ამან ამაფეთქა, გამავსო ტკივილით და დამეუფლა უსუსურობის შეგრძნება. არავითარი შიში არ არსებობს, შიშის ნატამალიც არ არსებობს. შიშველი ხელებით ვართ, კამერებია ჩვენი იარაღი, ჩვენ დაგვცინოდნენ, რომ დგახართ იქ, რას მიკეთებთ. რა ტელეფონები და ჭოგრიტი რომ გიჭირავთ, რუსს შეეშინდება, გაბრუნდება და წავა? მაგრამ იმ 560-მა დღემ აჩვენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი. რუსებისთვის ბევრად საშიშები ვართ შიშველი ხელებით, ვიდრე ავტომატებით. მთავარი ის არის, რომ 6 ნოემბერს მათ შეაჩერეს და ერთკილომეტრიანი საოკუპაციო ხაზი ვეღარ გადმოსწიეს. დამონტაჟება შეწყვიტეს. 6 ნოემბერს მათ დაიწყეს ხაზის დამონტაჟება, 7 ნოემბერს ჩვენ ჩავედით და შეჩერდნენ. და ვეღარც გაავლებენ, იმიტომ რომ ჩვენ შევაკვდებით და არ გამოვატარებთ. ეს იყო ატოცი, სადაც ეს მოხდა. ეხლა მეორე პრობლემაა . ოსები აცხადებენ, პრეტენზიას ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე უზარმაზარი ტყეში 4 საბადოზე. სადაც არის ტალკის საბადო, იქ არის პემზა. არა მარტო პრეტენზიას აცხადებენ, არამედ პატრულირებდნენ ტყეში რუსები, უკვე მონიშნულები ჰქონდათ ჩორჩანას ტყეში ადგილები. და დღეს გვაქვს ჩვენ ის რეალობა, რომ ამას რუსი ვერ წაგვართმევს.

0
146
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0