x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
შეკითხვას თუ ''რა გვაკლია ქართველებს'' დიმიტრი უზნაძე პასუხობს

რა აკლია ქართველებს?


დიმიტრი უზნაძის შეხედულებებით ახალი ტიპის ქართველის აღსაზრდელად საჭირო იყო ''იდეალური ინდივიდის შემუშავება'', რომელიც უნდა ყოფილიყო მტკიცე ნებისყოფის, აქტიური, მებრძოლი, ჰარმონიულად განათლებული, მომზადებული საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის, ისეთი სრულყოფილი ადამიანი, რომელიც როგორც ილია იტყოდა, იქნებოდა ბურჯი ეროვნებისა.


image


თავად უზნაძე უფრო ვრცლად მიმოიხილავს იმ თვისებებს თუ ღირებულებებს, რომელიც ქართველებს ყველაზე მეტად დღეს გვაკლია.



ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; დიმიტრი უზნაძე მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.



მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.




საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს.



აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო.



0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0