x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ქედს ვიხრი მისი სიკეთის, წრფელი გულის, უდიდესი მამულიშვილობის წინაშე - ენძელა მაჭავარიანი

imageდღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა! უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ამ დიდებული ადამიანისა ძალას მაძლევს, გავთამამდე და ეს დღესასწაული მივულოცო.
დარწმუნებული ვარ, საქვეყნოდ ცნობილი მოღვაწეებისა და მჭევრმეტყველების ფონზე, რომლებიც მას პირადად ულოცავენ, ბარათებს, ლექსებს, მილოცვებსა და საჩუქრებს უგზავნიან, მე მართლაც ვერაფერს ვიტყვი ისეთს, მას რომ ეკადრება. ნურც კადნიერებად ჩამითვლით, უბრალოდ, უდიდესი სურვილი მაქვს, მადლერება გამოვხატო მისი უანგარო ქველმოქმედების, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის გაღებული ღვაწლისათვის. იმიტომ, რომ მისი ამ მოღვაწეობის, ამ თავგანწირვის გარეშე, ალბათ სრულად დავკარგავდით სამშობლოს და მისი „მოვლის“ უზენაეს გრძნობას!
ქედს ვიხრი მისი სიკეთის, წრფელი გულის, უდიდესი მამულიშვილობის წინაშე, ვუსურვებ ყველა სიკეთეს, რაც უფალმა მოჰმადლა ადამიანს და დღეგრძელობას ვუსურვებ მის მშვენიერ ოჯახთან და დიდებულ ქვეყანასთან ერთად.
ცნობილ ადამიანებზე თითქმის ყველას თავისი აზრი აქვს. ვფიქრობ ბევრ ჩვენგანს ჰყავს წარმოდგენაში „თავისი“ ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის იგი „ჭონაზე“ თანატოლებთან მომღერალი, ბრწყინვალე აღდგომის მახარობელი გულწრფელი ბიჭია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ხანდახან „უშეცდომოდ“ ვერ მღერის საგალობელს, მაგრამ მისი სიხარული და მონდომება იმდენად დიდია და მისი გული იმდენად წრფელი, იგი იმდენად უყვარს უფალს, რომ „დიდობაში“ ამ გულის გულის გამო, საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, წმიდა სამების საკათედრო ტაძარს ააშენებს და ქვეყნის მომავალსაც წაღმა შემოაბრუნებს...



მან ზუსტად იცის, რომ „უფალი მეფობს!“. უსაზღვროდ უყვარს სამშობლო, პატრიარქი, თანამოძმე... იმდენად უსაზღვროდ, რომ ამ რამდენიმე წლის წინ უზრუნველი ცხოვრება, საკუთარი სიცოცხლე და თავისი ოჯახის მომავალი ქვეყნის მომავლის სამსხვერპლოზე მიიტანა. რითაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თუ ადამიანს სამშობლო არ აქვს, მას არც სიმდიდრე, არც ოჯახი და არც სიცოცხლე არაფრად უღირს.
და თუ ხანდახან დიდი სიყვარული და ამ სიყვარულით ადიდებული გული ყველას მოსაწონად, ყველას გასაგებად ვერ ათქმევინებს სათქმელს, რისხვის ღრუბელს ნუ შევყრით, ერთი ქათველი პოეტისა არ იყოს, არც ის არის წმინდა გიორგი, რომ მუდამ თეთრ ცხენზე იჯდეს შუბშემართული!
დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინას!
წმიდა სამების მადლი ჰფარავდეს მას და მის ოჯახს!image

3
242
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
242
  
2019, 19 თებერვალი, 15:09
იდეალურად ჩამოაყალიბეთ ჩემი აზრიც...
2019, 19 თებერვალი, 14:16
ეუფ, რა ხოტბა-დიდებაა... ნეტავ მართლაც ეგრე იყოს და "ქვეყნის მომავალსაც წაღმა შემოაბრუნებს", თუმცა მეცინება, არა და სატირალი კი არის, ჩემმა მზემ. ბიძოს მართლაც დიდი დამსახურება აქვს, ქველმოქმედებას ვგულისხმობ, მაგრამ ამ ბიჭ-ბიჭებს როგორ ანდო ქვეყანა. აქედან დასკვნა, ამ ქველმოქმედებით წინასწარ ყიდულობდა ხალხს, ან მათ გარკვეულ ნაწილს, განსაკუთრებით ხელოვნებს, აი თავი რომ რატომღაც სხვაზე მაღლა წარმოუდგენით, არადა ძველად "მასხარად" რომ უხმობდნენ. ქვეყანა მოღალატესაც უყვარსო, გამიგია, ოღონდ თავისებურად ანუ თავისთვისო, ასეა ამჟამადაც - ნებისმიერს ჰკითხო, პატრიოტობაზე ვენებს გადაიჭრის, მაგრამ თუ მომენტი "დაუჭირა", ეგრევე გაყიდის ყველაფერს თავისი ჯიბის ცხონებისთვის.
2019, 19 თებერვალი, 14:06
ვინაა საერთოდ ქალბატონი ენძელა მაჭავარიანი, რა პოლიტიკური წარსული ან პოლიტიკოსის იმიჯი მას აქვს პარლამენტში, რომ არ დაგვესკუპებინა?
ეს ქალბატონი ქალბატონ გუგულთან ერთად გახლავთ ბალასტი, რომლებსაც იმაზე რასაც "მამა და მარჩენალი" მოისურვებს შეუძლიათ თავის კანტური ანუ ანხმობა მისცენ.
რატომღაც ბევრს და უცებ დაავიწყდა, როცა მერაბიშვილი არბევდა მიტინგებს ვისი ფულით ნაყიდი ამუნიციით ხდებოდა მომიტინგეების დარბევა.
ესაა კაცი, რომელსაც საკუთარი პრაგმატული აზრები აქვს და გეგმაზომიერად ახორციელებს მათ.
0 1 3