x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის საკულტო ფოტოს გმირი
imageაშშ-ში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა მეზღვაური ჯორჯ მენდოსა, საკულტო ფოტოს გმირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების გამოცხადების შემდეგ ექთნის ფორმაში გამოწყობილ ქალს კოცნის.საზოგადოება ამ ფოტოს იცნობს სახელით "კოცნა თაიმს-სკვერზე".



მენდოსას ქალიშვილის განცხადებით, "მამა გარდაიცვალა ქალაქ მიდტაუნის საავადმყოფოში, სადაც ის ბოლო 70 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად."

image

ცნობილი ფოტო "V-J Day in Times Square" 1945 წლის 14 აგვისტოს არის გადაღებული ნიუ-იორკში, ტაიმზ სკვერზე, როდესაც აშშ იაპონიაზე გამარჯვებას აღნიშნავდა.ფოტო ეკუთვნის ჟურნალ LIFE-ის ფოტორეპორტიორს ალფრედ ეიზენშტედტს, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო გახდა.


image


ფოტოს მეორე გმირი გრეტა ფრიდმანი 2016 წელს გარდაიცვალა 92 წლის ასაკში, სხვათა შორის რამდენიმე ათწლეული დასჭირდათ მკვლევარებს, რომ მათი ვინაობა დაედგინათ.

image


0
486
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0