x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ
ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ


ინგუშეთის პირველი პრეზიდენტის - რუსლან აუშევის პასუხი სააგენტო რეგნუმის კორესპონდენტის შეკითხვაზე:


კორესპონდენტი: - ინგუშები დაღესტნელებთან ერთად ჩრდილოეთკავკასიელ ხალხთაგან ერთადერთნი იყვნენ, ვინც არ მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ. რით იყო ეს გამოწვეული?


რუსლან აუშევი: - მხოლოდ ინგუშების შესახებ ვიტყვი, დაღესტნის მაგიერ ვერ ვისაუბრებ. საზოგადოდ, არ არის სწორი, მონაწილე იყო რაიმე ომებისა კავკასიაში. მით უმეტეს, როცა შენს მეზობელს რაღაც შინაურული პრობლემა აქვს. სხვის სახლში ჩარევა სწორი არ არის. იქ არიან ადამიანები, ვინც შეძლებს თვითონ გაერკვეს საქმეში. ინგუშებს, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში ცხოვობენ საქართველოს გვერდით, მთელი ისტორიის მანძილზე არასოდეს უკადრებიათ მთის ეტიკეტის დარღვევა. გარდა ამისა, ჩვენ, ინგუშები მადლიერნი ვართ ქართველებისა. როცა ჩვენ მოგვიწყვეს დეპორტაცია 1944 წელს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორია გაუნაწილეს მეზობელ რესპუბლიკებს, მათ შორის საქართველოსაც. როდესაც 50-იან წლებში ჩვენ დავიწყეთ უკან დაბრუნება დეპორტაციიდან, ინგუშურ სოფლებში ჩასახლებულმა ქართველებმა თქვეს, რომ არ შეუძლიათ იცხოვრონ სხვის სახლებში და წავიდნენ საქართველოში. თანაც დაბრუნებულ ინგუშურ ოჯახებს დაუტოვეს ჭურჭელიც კი. თუ 1957 წელს ასევე მოიქცეოდნენ ოსებიც, ოსეთსა და ინგუშეთს შორის არ იქნებოდა ისეთი დაძაბულობა, როგორც ამჟამადაა."






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში

4. ბაისანგურ ბენოელი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
6038
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
6038
  
2019, 20 თებერვალი, 13:58
თორნიკე, როგორ გეთანხმები რომ იცოდე:). თუმცა 2-გან შესწორებას შევიტან:
1) რუსეთის 200 წლიან მართველობამდეც არ გვქონდა "მთლად დალაგებულად" საქმე, ეგრეა ხომ? თუმცა, ყველაფერი "ჩვენსავე მსოფლხედვის სიმცირეში და მონურ კომპლექსებშია" - 100% -იან! :)
2) 5 მილიონი ვართ და "სადაც არ უნდა წავიდეთ მაინც ქართველები ვიქნებით, ჩვენი შთამომავლებიც ქართველები იქნებიან"-ო ამბობთ; აბა მე გეტყვით, აშშ-ში ემიგრირებულ ქართველთა შვილების 80% ქართულად ვეღარ საუბრობს, მათ შორის, ვინც აქ დაიბადა და დაახლოებით 6-12 წლის ასაკისანი წავიდნენ აქედან, ანუ ვისაც, პრინციპში, ქართული ენა უკვე დედაენის დონეზე ჰქონდა შეთვისებული. ამის საპირწონედ კი - ქართველ ებრაელთა შთამომავლები, რომლებიც უკვე იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, ლაპარაკობენ ქართულად, თანაც იმავე აქცენტით, საიდანაც იყვნენ მათი ბებია-ბაბუები (ონი, ქუთაისი, თბილისი - მოძველბიჭურად:)). მე ვთვლი, რომ "მამელუქობა" ახლაც გრძელდება (ადრე ძალით, ახლა ნებით) და ვისაც უნდა ქართველობის შენარჩუნება, ყველგან შეძლებს-შეძლო(მაგ. ფერეიდანი), მაგრამ სამწუხაროდ(?!), არა ყველა...
დანარჩენში როგორც ვთქვი, აბსოლუტურად გეთანხმები!
2019, 19 თებერვალი, 18:02
ერთი 60-კილოგრამიანი ადამიანი შედგება 60 ტრილიონი უჯრედისგან. ყოველი ეს უჯრედი თავისი ორგანელებისგან, ეს 60 ტრილიონი უჯრედი (მინი-ქარხანა) მუშაობს შეთანხმებულად რომ წარმოშვას ადამიანური ორგანიზმი, რომელიც ერთადერთია ამ სამყაროში, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს და აზროვნებს როგორც პიროვნება. ადამიანი ეს არის ბიოლოგიურ, ფიზიკური და მეტაფიზიკური საოცრება და მოაზროვნე ცალკეული სამყარო.

ახლა რატომ დავწერე ეს და აქ რა შუაშია... ჩვენ გააზრებულიც კი არ გვაქვს რომ არათუ ეთნოსი, ერი, ქვეყანა და სახელმწიფო, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანიც კი არ არის მცირე და მას იმხელა სიღრმე, შინაარსი და ფასეულობა აქვს, რაც თავად ამ სამყაროს და მით უმეტეს რამდენად ფასეულია ასეთი ერთეული ადამიანებისგან შემდგარი მრავალათასწლოვანი დიადი ისტორიის მქონე ერი, კულტურა, სახელმწიფო, მაგალითად ჩვენი ქვეყანა - საქართველო, რომელსაც დიდ იმპერიებთან შედარებით მცირე ტერიტორიის გამო ვერ ვაფასებთ.

ამ დროს პრობლემა ჩვენსავე მსოფლხედვის სიმცირეში და მონურ კომპლექსებშია, რომელიც 200-წლიანმა რუსულმა ოკუპაციამ ჩამოგვიყალიბა.

პირველ რიგში უნდა დავაფასოთ საკუთარი თავი, ვირწმუნოთ საკუთარი ძალების. გავიაზროთ, რომ ჩვენ ვართ კავკასიაში უფროსი ქვეყანა და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შემოვიკრიბოთ დანარჩენი კავკასიელები, ერთი იდეის გარშემო შევკრათ და ერთად გავთავისუფლდეთ რუსული ოკუპაციისგან და სხვათაშორის ეს მშვიდობიანადაა შესაძლებელი.

უბრალოდ გვჭირდება გააზრება, რომ ქართველები მსოფლიოში ვართ 5 მილიონზე მეტი და სადაც არ უნდა წავიდეთ მაინც ქართველები ვიქნებით, ჩვენი შთამომავლებიც ქართველები იქნებიან და სირცხვილიცაა, რომ ხუთმა მილიონმა ადამიანმა ერთობლივი ძალებით ვერ მოახერხოს ნორმალური, განვითარებული და თვითმყოფადი სახელმწიფოს შექმნა. თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერები და მოვსპობთ შიდა დაპირისპირებას და შევთანხმდებით უმთავრეს საკითხებზე, მაშინ ჩვენ გარშემო მყოფი კავკასიელებიც დაიბრუნებენ პატივისცემას და ნდობას ჩვენ მიმართ. აი მერე უკვე ყველანაირ მომავლის გეგმაზე შეიძლება საუბარი :-)
2019, 19 თებერვალი, 14:44
ინდიქტოს ამჯერადაც ვეთანხმები, და კვლავ 100%-ით. ზვიდ გამსახურდიამ სცადა აზერებსა და სომხებს შორის შუამავლობა, თანაც მაშინ კონფლიქტი ახალ დაწყებული იყო და უფრო არსებობდა შანსი მოგვარებისა, მაგრამ შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით. ალბათ მართლაც 40 წელი უნდა გავიდეს დამოუკიდებლობის დღიდან, რომ ჩვენ ჩვენი თავი "ვიპოვოთ", მივხვდეთ რომ ეს ქვეყანა ჩვენი სახელმწიფოა და მას, ვერავინ უპატრონებს ჩვენს მეტი და იქნებ მერე მაინც დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვა!
2019, 19 თებერვალი, 9:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4