x
image
თორ ნიკე
Mediator image
ზვიად გამსახურდიას ლექსი "მესხეთისადმი"

ზვიად გამსახურდია


შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია

სამსარი კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა,

შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია,


ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.


შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,

მუნჯი მოწამე წარსულისა - მდუმარე მტკვარი,

ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,

კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.


შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,

იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,

ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,

ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.


ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,

ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება

მონასტრის ვაზი, მზის ძალუმად ნათამამები,

და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.


ზვიად გამსახურდია


აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,

დანისულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,

მოსჩანს ხერთვისი სალ კდეებთან შენადუღები,

და საფლავებზე გახლართულან უსურვაზები.


თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,

სეფე-გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,

გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს,

მარადიული მზერა მისი მზეობს მოგვური.


ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,

დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,

დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,

ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.


ევლოგ სალოსი შავთელი და დიდი რუსთველი

თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას

ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის,

ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას.


ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,

დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,

ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული

და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.


გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი

მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,

წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი

ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია მეცნიერებაზე

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


4. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

5. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

6. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

7. ოლიმპიადის ისტორია

8. ჩაქმულის ქანდაკებები

9. ლეშანის გიგანტური ბუდა

10. მიქელანჯელოს "პიეტა"

11. ადოლფ ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის დროს

12. ზონა 51

13. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ

14. ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ

15. ბაისანგურ ბენოელი - დიდი ჩეჩენი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
390
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
390
  
2019, 19 თებერვალი, 14:30
ქება თორნიკეს ამ ლექსისი გაქვეყნებისთვის და ქებათაქება ავტორს - მისი სული აცხონოს ღმერთმა!
2019, 19 თებერვალი, 1:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2