x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
კვლევის ანგარიში: ჯანმრთელობის დაცვის ინდექსი საქართველოში ნეპალსა და კენიაზე ნაკლებია...დაბინძურების მხრივ კი - ინდოეთს არ ჩამორჩება.

საქართველოს შემაშფოთებელი მაჩვენებლები საერთაშორისო კვლევის ანგარიშში


image


ერთ-ერთმა ოფიციალურმა და რეიტინგულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ(numbeo.com), რომელიც ძირითადად, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებსა და ინდექსებს(ჯანმრთელობა, კრიმინალის დონე, დაბინძურების ხარისხი, ტრეფიკინგი, სიცოცხლის ხარისხი) სწავლობს ქვეყნების მიხედვით, საქართველოს შესახებ კრიტიკული და შემაშფოთებელი მონაცემები დააფიქსირა.


მოკლედ მიმოვიხილოთ საქართველოს ამჟამინდელი რეიტინგული მდგომარეობა ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით.


image


⦁ ჯანმრთელობის დაცვა


ჯანმრთელობის დაცვის მიხედვით საქართველოს მდგომარეობა კატასტროფულია. საქართველო ჯანმრთელობის დაცვის მიხედვით მსოფლიოს 250 ქალაქსა თუ ქვეყანას შორის 28-ე ადგილს იკავებს, რაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის, მით უფრო მცირე მოსახლეობისთვის, შემაძრწუნებელია. ინდექსი 52.94, რომლითაც ჩამორჩება ისეთ განვითარებად სახელმწიფოებს, როგორებიცაა ნიგერია, ნეპალი, ქუვეითი, კენია, ინდოეთი... ჩვენზე ცუდ დღეში იმყოფება აზერბაიჯანი, რომელიც მე-6 ადგილზეა ჯანმრთელობის დაცვის ინდექსით(ინდექსები დალაგებულია ზრდადობით)

image

⦁ დაბინძურების ხარისხი



დაბინძურების ხარისხის მიხედვით თბილისი მსოფლიოს 300 ქალაქს შორის 65-ე ადგილზეა. დაბინძურების მაჩვენებელი შემაშფოთებლად მაღალი - 76, 66-ია.


ინდექსის ამ მნიშვნელობით საქართველო აზიურ სახელმწიფოებს, თავად თბილისი კი - ინდოეთის ქალაქებს შორის მოხვდა, რაც ყველაზე მძიმე მოსასმენია, საქართველო უფრო მეტად დაბინძურებულია, ვიდრე კენია, ზიმბაბვე, კატარი, ტუნისი და ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძრებული ქალაქები: პურე, აჰმედაბადი, კოჩი, მადურაი...



image


⦁ Co2(ნახშირორჟანგი) გამოყოფის მაჩვენებელი


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ნორმის ფარგლებში ბალანსირებაა. ნახშირორჟანგის დონის მომატება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია გულ-სისხლძაღვთა დაავადებების განვითარებისთვის (იზრდება ინფაქტისა და ინსულტის მოხდენის ალბათობა).

საქართველოში ნახშირორჟანგი, არათუ ნორმის ფარგლებში, არამედ კრიტიკულ რაოდენობრივ მაჩვენებელს დიდი ხანია გადასცილდა. ამის მიზეზი მანქანების რაოდენობა, არაჯანსაღი და უხარისხო საწვავი, მომწამვლელი ქარხნები(ფერო) უნდა იყოს.

მაშ ასე, თბილისი Co2-ის კონცეტრაციული რაოდენობრივი მაჩვენებლით 250 ქალაქს შორის 31-ე ადგილზეა. !შენიშვნა! მაჩვენებელი აღნიშნავს ერთ კუბურ მოცულობა ნახშირორჟანგის კონცენტრაციას ჰაერში და არა ქვეყანაში ან ქალაქში მთლიანად გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობას.


image


აღსანიშნავია, რომ კრიმინალისა და დანაშაულის დონით თბილისი 334 ქალაქს შორის 320-ე ადგილზეა, რაც ზოგადი თვალსაზრისითა და შეფასებით, შესანიშნავი შედეგია.


ასევე საქართველო ერთ-ერთ ყველაზე იაფ ქვეყნად მიიჩნევა ცხოვრების ხარჯის თვალსაზრისით. იგი 43-ე ადგილზეა 442 ქალაქსა თუ ქვეყანას შორის.



რაც შეეხება ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელს(ყველა ფაქტორის გათვალისწინებით), საქართველოს შემთხვევაში იგი 117.51-ს უდრის. რაც რეიტინგში 231 ქვეყანას შორის 57-ე ადგილს გულისხმობს და სულაც არაა სახარბიელო.


ცხოვრების ხარისხის ყველაზე მაღალი დონე შემდეგ ათ ქალაქშია


image


თქვენთვის საინტერესო თემები

--------------------------------

ტვინს კვება სჭირდება! - რა არის ამისთვის საჭირო?

--------------------------------

ექიმები: რამდენად სწრაფად არბიხართ კიბეებზე, განსაზღვრავს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას, კიბოს განვითარებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს(ვრცლად)

--------------------------------

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც დღეში 8 საათზე მეტი სძინავთ, ინსულტისა და სიკვდილის რისკს 41%-მდე ზრდიან

--------------------------------

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხები კითხვებზე - კარგია თუ არა ყავა და როგორ გავზარდოთ მისი საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობა

--------------------------------

10 საკვები პროდუქტი, რომელსაც ამერიკელი ექიმები გვირჩევენ, კიბოს განვითარების რისკს ამცირებს!

--------------------------------

5 საკვები პროდუქტი, რომელიც საქართველოში პოპულარულია, სხვადასხვა ქვეყნებში კი აკრძალული!

------------------------------

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ თქვენ აღარ დალევთ ფანტას, აღარ მიირთმევთ კვასკვასა ვაშლს, კექსს, ერთჯერად სუპებს... რას ვჭამთ?

---------------------------------------------------------------------------

მომზადებულია სპეციალურად Intermedia.ge -სთვის

©️ N.G.

---------------------------------------------------------------------------

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0