x
image
ანა ბეჟაშვილი
"-მაბულინგებენ და ჩემს ფოტოებს აქვეყნებენ შეურაცხმყოფელი ტექსტებით"- ცხოველთა დაცვის აქტივისტი თიკო კვალიაშვილი საქმის აღძვრას ითხოვს

image

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და ცხოველთა დაცვის აქტივისტი თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში ხმაურიან პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მას და მის მეგობარს სოფო ბეროშვილს კონკრეტული პირები აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.
როგორც თიკო კვალიაშვილი განმარტავს, ჩაგვრა და ფსიქოლოგიური ზეწოლა უკვე ერთი წელია გრძელდება. ის შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებს უახლოეს მომავალში მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და საქმის აღძვრა მოითხოვოს.

"-მაბულინგებენ და ჩემს ფოტოს აქვეყნებენ შეურაცხმყოფელი ტექსტებით, ჩემს დასარცხვენად, რადგან აღარ დავიცვა ჩემი მეგობარი მათი ბულინგისგან. ჩემს მეგობარს სოფო ბეროშვილს აბულინგებენ, დევნიან, ემუქრებიან და შერაცხყოფას აყენებენ უკვე ერთი წელია, გაუჩერებლად, სამსახურში, ონლაინ სივრცეში... უბინძურესი ფორმით ეხებიან მის პირად ცხოვრებას და ახდნენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დაიწყო მუშაობა. მიზეზი? უბრალოდ უნდათ, რომ ვეღარ გაუძლოს და სამსახურიდან წავიდეს. ამ ერთწლიანი ზეწოლის განმავლობაში ჩემს მეგობარს ერთხელაც არ უპასუხია მათთვის. მე ის დავიცავი, ამიტომ ახლა ჩემი დაბულინგებაც დაიწყო იგივე ჯგუფმა. სქრინები შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ეხებიან უბინძურესი ფორმით ჩემი მეგობრის და ახლა უკვე ჩემს პირადულს. ნებისმიერი ადამიანის ბულინგი დასაგმობია, მითუმეტეს, როდესაც „ცხოველთადამცველების“ ჰუმანურ ნიღაბს არიან ამოფარებულები ნამდვილი მოძალადეები. ადამიანს როდესაც არ უყვარს ადამიანი, თავისი თანამოაზრე, როგორ შეიძლება მას უყვარდეს ცხოველი?! აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლებრივი ფორმით, უკვე გავიარე იურისტებთან კონსულტაცია. ცოტა ხანში ელოდონ სასამართლოდან უწყებას. ჩემმა მეგობარმა უკვე მიმართა სამართალდამცავებს და წარუდგინა მტკიცებულებები, საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია, ეს ადამიანები წახალისებულები იმით, რომ ჯერ არ დასჯილან მათი ქმედების გამო, ახლა უკვე ჩემს ბულინგზე გადმოვიდნენ, ამის შემდეგ რაც უკვე მე დავადასტურებ ფაქტებს ბულინგისას, დარწმუნებული ვარ სამართალდამცავები დროულად მიიღებენ კანონის ფარგლებში ზომებს." - წერს თიკო კვალიაშვილი და ჩაგვრის ამსახველ სქრინებს აქვეყნებს.

imageimage



1
542
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
542
  
2019, 19 თებერვალი, 1:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1