x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სალომე ზურაბიშვილის სტუდენტური ბარათი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის საიტიდან

image

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაამთავრა. იგი აქ 1969-1972 წლებში სწავლობდა, მოგვიანებით, 2006-2015 წლებში ამ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იყო.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით ინსტიტუტს ეწვევა და ლექციას წაიკითხავს თემაზე: საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში. ლექციის გამართვამდე კი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილის სტუდენტურ ბარათს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს და განცხადებას ავრცელებს:

გვაქვს პატივი, დღეს საღამოს ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტსა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, სალომე ზურაბიშვილს. მისი სიტყვის მოსმენამდე, რომელიც გვპირდება, რომ იქნება საინტერესო, იხილეთ მისი სტუდენტური პორტრეტი“.

imageლექცია საფრანგეთში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0