x
მეტი
  • 26.03.2019
  • სტატია:87690
  • ვიდეო:338174
  • სურათი:449415
ბაისანგურ ბენოელი

ბაისანგურ ბენოელი


ბაისანგურ ბენოელი (1794-1861), დიდი ჩეჩენი მებრძოლი იყო, რომელიც მთელი თავისი გმირული სიცოცხლის მანძილზე არნახულ წინაარმდეგობას უწევდა რუსულ იმპერიალიზმს და დიდ კავკასიურ ომში მრავალათეულ, დიდ და მცირე ბრძოლაში წარმატებით უმკლავდებოდა რუსულ საოკუპაციო არმიას, რომელიც მისი საყვარელი სამშბოლოს დაპყრობას აპირებდა. ცნობილია, რომ 1825-1826 წლებიდან ბაისანგური უკვე აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნურ აჯანყებებში. 38 წლიდან ომში ჩართული ვაჟკაცი ყველას აოცებდა თავისი თავგანწირული სიმამაცით იმდენად, რომ თავად იმამ შამილი ამბობდა მასზე, სანამ ბაისანგური ცოცხალია, ჩვენ არ დავმარცხდებითო.


ბაისანგურ ბენოელი. ნახატის ავტ. რუსლან ხასხანოვი


1842 წლის ივნისის თვეში ბაისანგურმა მონაწილეობა მიიღო იჩქერიის მხედართმთავრის, შოაიფ-მოლა ცენტროველის ხელმძღვანელობით რუსეთის იმპერიული ძალების განადგურებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალ-ადიუტანტი გრაბე.


ბაისანგურ ბენოელი


1846 წელს 51 წლის ასაკში გრაფ ვორონცოვის რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში. ამ ბრზოლაში რუსეთის იმპერიამ სამი ათასზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი. აქ ბაისანგურმა ცალი თვალი და ცალი ხელი დაკარგა. 1847 წელს კი, გერგებილის ბრძოლებში საზარბაზნე ქვემეხმა ფეხიც წააგლიჯა. იგლიჯებოდა რა, ბაისანგურის სხეული, სწორედ ასევე იგლიჯებოდა კავკასიაც. სისხლისგან დაცლილი ბაისანგური მიწაზე გონდაკარგული დაეცა, რის გამოც 53 წლის ნაიბი რუსების ტყვეობაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მალევე მისი დაზიანებული ფეხის ამპუტირება თვით ნიკოლაი პიროგოვმა განახორციელა.


ბაისანგურ ბენოელი


მძიმედ დაჭრილ ბაისანგურს დაღესტნიდან გროზნოს ციხეში გადაყვანა დაუპირეს, მაგრამ აღელვებული შამილი და მთის ხალხები, რომელთაც უკვე ყველაფერი კარგად იცოდნენ, თავს დაესხნენ ესკორტს და უკვე დასახიჩრებული ბაისანგური სამშვიდობოზე გაიყვანეს.


ღიმილით შეხვდა მთების არწივს მთის ხალხი, მაგრამ დაფლეთილი, განახევრებული სხეულის შემყურეთ ღიმილი სახეზე სევდად გადაექცათ. როდესაც დიდი ხნის განშორების შემდეგ იმამ შამილვა პირველად იხილა ბაისანგური, ცრემლები ვერ შეიკავა. რა არის კაცის ხვედრი, რომელიც ასე ჰგავს თავის მიწას, რომ სამშობლოც მასსავით დაფლეთილი და განაწამები აღმოჩნდება ხოლმე.


ბაისანგურ ბენოელი


ჭრილობებიც კი არ ჰქონდა შეხორცებული, რომ არნახული სიმამაცით და თავგანწირვით უხელო, უფეხო და უთვალო ბაისანგური კვლავ ჩაერთო დიდ კავკასიურ ომში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ცხენზე ჯდომა რომ შეძლებოდა მაგრად აბამდნენ ხოლმე უნაგირზე ამ ფრთებდაგლეჯილ არწივს.


ბაისანგურ ბენოელი


1859 წლის 25 აგვისტოს, გუნიბის ციხის აღების შემდეგ ბაისანგური და მისი ხალხი ალყაში მოაქცია რუსული არმიის 40 ათასმა ოკუპანტმა. სიტუაცია გამოუვალს ჰგავდა, თუმცა ბაისანგური დანებებას ახლაც კი არ აპირებდა... მან წარმოთქვა: "შეუძლიათ სხეული დამისახიჩრონ, ძვლები დამალეწონ და მომკლან, მაგრამ მხოლოდ ჩემს ცხედარს მიიღებენ, მორჩილებას - ვერასოდეს".


ბაისანგურ ბენოელი


ამ სიტყვით შეძრწუნებულმა ასეულმა, რომელიც ბაისანგურს ახლდნენ რაღაც არაადამიანური ძალა მიიღო. თავგანწირვით დაეჯახა 40 ათასიან რუსულ არმიას და ასმა კავკასიელმა ამხელა ალყის გარღვევა და გარდაუვალი ტყეობიდან თავის დაღწევა მხოლოდ 30-მა მათგანმა მაინც შეძლო და ჩეჩნეთში, მშობლიურ აულ ბენოიში დაბრუნდნენ.


ბაისანგური და შამილი


ცნობილია, რომ როდესაც იმამ შამილი დანებდა და ტყვედ აიყვანეს, ბაისანგურმა დაუძახა არ დანებდე, გავარღვევ ალყას და გამოგიყვანო, მაგრამ შამილმა ყრადღება არ მიაქცია და მაინც დანებდა. როგორც ჩანს უკვე მობეზრებული ჰქონდა ცხოვრება ამდენი ომით და იაზრებდა რომ ძალა აღმართს ხნავს და საბოლოოდ მაინც მიაღწევდა იმპერია დასახულ მიზანს. მაშინ კი ბაისანგურმა წოდების გარეშე შესძახა:

შამილ!!!

შამილს მისკენ არ მიუხედავს...

ამის შემხედვარე რუსი ოფიცერი დაეკითხა, რატომ არ მიიხედეო

- რომ მიმეხედა, მესროდა, მიუგო შამილმა.

- თუ სროლა უნდოდა, ისეც ხომ ისროდა? გაოცდა ოფიცერი.

- ჩეჩნები ზურგში არ ისვრიან - უთქვამს შამილს.


ამის შემდეგ ბაისანგურის ხელით გენერალ მუსა კუნდუხოვის სამეფო არმიამ ერთ-ერთი უდიდესი მარცხი განიცადა კავკასიის ომის ისტორიაში. მაგრამ მალევე, ერთ-ერთ ბრძოლაში მისი ცხენი მოკლული, ხოლო თავად დატყვევებული იქნა რუსებს მიერ.


ტყვედ ჩავარდნილი ბაისანგურ ბენოელი


1861 წლის პირველ მარტს რუსმა ოკუპანტების ცარისტულმა სამხედრო საბჭომ ბაისანგურს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. როდესაც ბაისანგური სახრჩობელამდე მიიყვანეს, გარშემო მრავალ ყუმიხს, დაღესტნელსა და ჩეჩენს მოეყარა თავი ჯერ კიდევ ცოცხალი ლეგენდის სანახავად. ცალხელა, ცალთვალა და ცალფეხა 67 წლის ვაჟკაცის, რომელიც დამპყრობლების ხელით თავისი ტანჯული სიცოცხლის ბოლო გზას მიაშურებდა.


აი აქ კი, რუსეთის იმპერიამ ისევ და ისევ თავის უბინძურეს პოლიტიკას მიმართა, სიტყვის წარმოთქმის შემდგომ, ერთ-ერთ დამსწრეთაგანს (კავკასიელს) დაავალეს სახრჩობელაზე ბაისანგურის ფეხქვეშ მდგარი სკამისთვის ფეხის კვრა, რაც მომავალში პირდაპირ შიდაკავკასიური დიდი სისხლისღვრის გარდაუვალ დასაწყისს მოასწავებდა, ვინაიდან ჩეჩნები შურისგებას მიმართავდნენ მათი უსაყვარლესი ეროვნული გმირის სიკვდილისთვის იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისი, რუსების მონად ქცეული წარმომადგენელიც ბაისანგურის ჯალათის როლს იკისრებდა. ეს ხომ კარგად იცოდა "მოძმე და ერთმორწმუნე" ერის ცნობიერმაც. ამის დანახვისას ბაისანგურმა გამოიცალა ფეხქვეშიდან სკამი რომ მოძმე კავკასიელებს შორის მომავალი სისხლიღვრის მიზეზი არ გამხდარიყო. ბაისანგურის დაღუპვის შემდეგ, მალევე დაიღუპა დიადი კავკასიაც და რუსეთის მონობის ქვეშ აღმოჩნდა.


ბაისანგურ ბენოელი


ბევრი ვაჟკაცი ჰყოლია ჩეჩნეთს

სამშობლოსთვის რომ უძგერდათ გული,

მაგრამ სიმბოლოდ არდამონების

მარად დარჩება ბაისანგური.


რა დედამ შობა კაცი-ლეგენდა,

გაუტეხლობით მთაში განთქმული?

ისე იბრძოდა, ვიტარც ცის ელვა,

ვითარც უხორცო, ვითარც ავსული.


ღუნიბსაც ახსოვს ცხენზე დაკრულმა

როგორ გააპო მტრის ცეცხლის რკალი,

ხმალით გაკაფა მათი რიგები,

არ გაიყოლა მომხდურთა ვალი.


ის იყო გმირი, ნათალი ქვისგან,

თავისუფლების მკერდით დამცველი,

მოკვდა - მტერს მაინც შიშის ზარს სცემდა

ხმამაღლა თქმული მისი სახელი.


ბევრი ვაჟკაცი ჰყოლია ჩეჩნეთს,

სამშობლოსთვის რომ უძგერდათ გული,

მაგრამ სიმბოლოდ არდამონების

მარად დარჩება ბაისანგური!


ლექსის ავტორი - როლანდ მარსაგიშვილი





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია მეცნიერებაზე

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


4. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

5. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

6. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

7. ოლიმპიადის ისტორია

8. ჩაქმულის ქანდაკებები

9. ლეშანის გიგანტური ბუდა

10. მიქელანჯელოს "პიეტა"

11. ადოლფ ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის დროს

12. ზონა 51

13. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ

14. ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
346
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
346
  
19 თებერვალი, 1:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1