x
მეტი
  • 19.05.2019
  • სტატია:90116
  • ვიდეო:340045
  • სურათი:452458
რატომ დუმს ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან ურთიერთობის შესახებ

image 33 წლის ირინა შეიკს შეუძლებელია, რომ ვუწოდოთ იდუმალი ვარსკვლავი: ის ხშირად ჩნდება პაპარაცების თვალთახედვაში, იძლევა ინტერვიუებს და ახარებს ფანებს საკუთარი ფოტოებით ინსტაგრამზე. მიუხედავად ამისა, პირად ცხოვრებასა და ოჯახზე იშვიათად საუბრობს(შეიკს ჰყავს წლინახევრის გოგონა, ლეია დე სენა, რომელსაც 44 წლის ბრედლი კუპერთან ერთად ზრდის). თუ რატომაა ვარსკვლავისთვის კონფიდენციალურობა ასეთი მნიშვნელოვანი, ჩვენ ვიგებთ ინტერვიუდან ბრიტანულ ჟურნალში "გლამური":

" მე ბევრი ისეთი მეგობარი მყავს, რომლებიც საკუთარ პირად ცხოვრებაზე სოციალურ ქსელებში საუბრობენ. მე აღფრთოვანებული ვარ ამით და, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მაგარია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ თემაზე ყველას პირადი არჩევანი გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სამსახური ითვალისწინებს ჩემს მუდმივ ყოფნას ადამიანთა ყურადღების ცენტრში, ვფიქრობ, მაქვს უფლება, ჩემი პირადი ცხოვრება ხელუხლებელი და მშვიდი გავხადო"-ამბობს შეიკი.

image მოდელი აგრეთვე შეეხო საზოგადოებრივი ზეწოლის თემას, რომელსაც ნებისმიერი ქალი აწყდება დედად გახდომის შემდეგ:

"თუკი თქვენ გყავთ ბავშვი, არ ხართ ვალდებულნი, ატაროთ გრძელი კაბები. ერთხელ, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა: " შენ ახლახან გამოაქვეყნე გამომწვევი ფოტო, შენ ხომ დედა ხარ!". და მე ვუპასუხე: " და რა? ".

მე მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ ისეთნი, როგორნიც ვართ და ვიცოდეთ, თუ ვინ გვინდა რომ ვიყოთ მომავალში. ამავდროულად, არ ღირს შეცვლა მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ დედები გახდით. არა! მე, კვლავ, ჩვეულებრივი მე ვარ"- აცხადებს ირინა.

image პოდიუმის გარეთ კი, შეიკი წყნარ და ზომიერ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას:

" თუკი მე არ ვიმყოფები სამსახურში - ყველაფერი საშინელებათა ფილმს ემსგავსება. სპორტულები და არავითარი მაკიაჟი. მე მას არასდროს ვიკეთებ. სიმართლე, რომ ვთქვა, მე მას ვერ ვიტან, რადგან სამსახურში მუდმივად მიწევს მისი ტარება. ძალიან მიყვარს საწოლში გორაობა და რუსული სერიალების ყურება"- აცხადებს ვარსკვლავი.

შეიკის აზრით, იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერნი და ვიცხოვროთ ჰარმონიაში, საჭიროა ყოველთვის ვიყოთ ისეთნი, როგორნიც ვართ:

" მე ვფიქრობ, რომ სოციალურ ქსელებში ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ცხოვრების იდეალური სურათი. თუმცა, მიმაჩნია, რომ საჭიროა ვიყოთ ისეთნი, როგორნიც ვართ. ნუ ცდილობთ და ნუ მიისწრაფვით სხვისკენ, საკუთარი ეგოს ჩახშობის გზით და მხოლოდ მაშინ იგრძნობთ თავს კომფორტულად საკუთარ ტყავში"- დაასკვნა მოდელმა.

image

0
208
შეფასება არ არის
ავტორი:ინ. ოპტიმისტი
ინ. ოპტიმისტი
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0