x
image
თორ ნიკე
Mediator image
ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ
image


"ნაციონალიზმი და ნაციზმი არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი, ეს არის ზრუნვა მშობელი ერის განვითარებასა და თვითმყოფადობაზე. იგი არ ეწინააღმდეგება სხვა ხალხებისადმი პატივისცემას, მათთან თანამშრომლობასა და კეთილშობილურ ურთიერთობებს. ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, გაფეტიშება საკუთარი ერისა, სიძულვილი სხვა ერებისადმი, მისწრაფება მათი ასიმილაციისა და განადგურებისადმი.


ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასიათებთ, რომელთაც აქვთ ექსპანსიისაკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს, იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას.


ზვიად გამსახურდია



დღეს, ზოგიერთი დიდი ერის შოვინიზმი და ნაციზმი კოსმოპოლიტიზმითა და ინტერნაციონალიზმით ინიღბება. ამიტომ იგონებენ ახალ-ახალ ფედერაციებს, ინტეგრაციის სივრცეებს და სხვა, რაშიც ვლინდება დიდი ერებისა და სახელმწიფოების ჰეგემონიზმი და ექსპანსიონიზმი."


"მთავარია, გავაღვიძოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად დაქუცმაცება და მტრისთვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში."


ზვიად გამსახურდია


"ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ის, ვინც "გაინგლისელდება", "გაგერმანელდება", "გაფრანგდება", "გარუსდება", "გაამერიკელდება", ვერასოდეს გახდება ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი, რუსი ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდიუალობების წაშლა და გათქვეფა."





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია მეცნიერებაზე

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


4. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

5. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

6. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

7. ოლიმპიადის ისტორია

8. ჩაქმულის ქანდაკებები

9. ლეშანის გიგანტური ბუდა

10. მიქელანჯელოს "პიეტა"

11. ადოლფ ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის დროს

12. ზონა 51

13. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
424
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
424
  
2021, 23 იანვარი, 18:15
The First President of Georgia about Nationalism
"Nationalism and Nazism are not identical concepts. Nationalism is the care for the development and identity of the parent nation. It does not preclude respect for other peoples, cooperation with them and noble relations with them. And to destruction.
Nazism and chauvinism characterize only a big nations, that have a great propensity for expansion. The nationalism of a small nation does not pose a threat to anyone, it only defends its own existence and identity.
Today, the chauvinism and Nazism of some big nations are masked by cosmopolitanism and internationalism. That is why they invent new federations, spaces of integration, etc., which show the hegemony and expansionism of great nations and states. "
2021, 23 იანვარი, 18:15
"The main thing is to awaken national self-awareness among the people, especially among the youth. To give people knowledge about our history, our national identity, so that Georgians no longer fall into the trap of ignorant and deliberate provocateurs, who aim to divide Georgia and help it to be defeated by the enemy."
True "world citizenship" and cosmopolitanism does not exist without national self-awareness. Those who "become English" and become "Anglonized" or "Germanized", "Frenchized", "Americanized" will never become English, French, German, Russian or American and will lose his or her former Identity too. "If we remain Georgians and at the same time share the cultures of other nations, than we will be able to expand and enrich our world, we will become real citizens of the world. We should understand European integration in the same way and not as the erasure of our own national identities."
Zviad Gamsakhurdia
0 1 2