x
მეტი
  • 20.06.2019
  • სტატია:91368
  • ვიდეო:340910
  • სურათი:453333
ვარსკვლავები,რომელთაც უარი თქვეს დედობაზე

1) სარა პოლსონი.

image43 წლის მსახიობი, რომელმაც საკუთარი კვერცხუჯრედი გაყინა მომავალში გადაწყვეტილების არ შეცვლის გამო:

" მე ძალიან მიყვარს ბავშვები, თუმცა, ამავდროულად, ძალიან იმპულსური ვარ და ვშიშობ, რომ მათი გაჩენის შემთხვევაში, მთელ ჩემს ცხოვრებას სინანულში გავატარებ"-ამბობს სარა.

2) ჰელენ მირენი.

image" მე საერთოდ არ გამაჩნია დედობრივი ინსტინქტი და, არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც არაჩვეულებრივი და გასაოცარი გრძნობაა.. ჩემი აზრით, ქალთა უმეტესობას არ სურს დედობა, თუმცა, თვლის, რომ ვალდებულია და შესაბამისადაც მოქმედებს".

3) კიმ კეტროლი.

image " არ მგონია, რომ ოდესღაც დედა გავხდები... ყველაფერი ფილმის " სექსი დიდ ქალაქში" გადაღებისას დაიწყო, სადაც 19 საათი მიწევდა მუშაობა. მაშინ დავფიქრდი, როგორ შევძლებდი ორსულობისა და სამსახურის შეთავსებას 40 წლის ასაკში და გადავწყვიტე, რომ შვილები არ მეყოლებოდა".

4) კამერონ დიასი.

image " მე არ მსურს, რომ ვიყო პასუხისმგებელი ბავშვების სიცოცხლეზე... მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ადამიანთა დაცვა, დედობისთვის მზად არ ვარ.. შვილების არ არსებობამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ადვილი გახადა, თუმცა ეს ჩემთვის ძნელი გადასაწყვეტი აღმოჩნდა".

5) რენე ზელვეგერი.

image " მე სერიოზულად მიმაჩნია, რომ ბედნიერებისთვის შვილების ყოლა აუცილებელი არ არის. პირადად ჩემთვის, ეს არასდროს ყოფილა მიზანი".

6) მარისა ტომეი.

image" ჩემთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმეტესობისთვის, ქალთა სრულყოფილ ადამიანად ჩამოყალიბება პირდაპირ დაკავშირებულია შვილების ყოლასთან".

7) ჯენიფერ ენისტონი.

image " ნებისმიერ ქალს, ამქვეყნად, აქვს შესაძლებლობა აკეთოს უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეები მსოფლიოსთვის, ვიდრე ეს ბავშვების გაჩენაა. მიუხედავად ამისა, მე არ ვამბობ, რომ ეს არ არის საჭირო, პირიქით, ჩვენ, ყველამ, პატივი უნდა ვცეთ ქალებს და მათ არჩევანს, თუმცა, ამავდროულად, მხოლოდ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ის, რაც გვხდის ბედნიერს!".


0
290
შეფასება არ არის
ავტორი:ინ. ოპტიმისტი
ინ. ოპტიმისტი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0