x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
9 ძალიან მაგარი სამეცნიერო ექსპერიმენტი ბავშვებისთვის
სამზარეულოში ბევრი ნივთი ინახება, რომელთა დახმარებით ბავშვებისთვის საინტერესო ექსპერიმენტის მოწყობა შეგვიძლია. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენთვის, უფროსებისთვისაც ზოგიერთი რამ აღმოჩენა იქნება და იტყვით - „აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი“.

image

გთავაზობთ 9 ექსპერიმენტს, რომელიც ბავშვებს გაახარებს და მათ ბევრ კითხვას გაუჩენს.


1.ლავა ნათურა

image

დაგჭირდებათ: მარილი, წყალი, 1 ჭიქა მცენარეული ზეთი, ცოტა საკვები საღებავი, დიდი გამჭვირვალე ჭიქა ან მინის ქილა.


ცდა: ჭიქის 2/3 ნაწილი წყლით შეავსეთ, წყალში მცენარეული ზეთი დაამატეთ. ზეთი ზედაპირზე იცურავებს. წყალსა და ზეთს საკვები საღებავი დაუმატეთ. შემდეგ ნელ-ნელა 1 ჩ/კ მარილი დაუმატეთ.

განმარტება: ზეთი წყალზე უფრო მსუბუქია, ამიტომ წყლის ზედაპირზე იცურავებს. მარილი ზეთზე მძიმეა, ამიტომ ჭიქაში მარილის დამატების შემდეგ, ზეთი მარილთან ერთად ფსკერზე ჩაიძირება. მარილის გახსნის შემდეგ ზეთის ნაწილი კვლავ ზედაპირზე ამოვა. საკვები საღებავი ცდას უფრო ვიზუალურს გახდის.


2.პირადი ცისარტყელა

image

დაგჭირდებათ: წყლით სავსე კონტეინერი, ფარანი, სარკე, თეთრი ქაღალდის ფურცელი.

ცდა: კონტეინერში წყალი ჩაასხით და მის ფსკერზე სარკე მოათავსეთ. სარკე ფარნის სინათლისკენ მიმართეთ. სინათლის ანარეკლი ქაღალდზე უნდა დაიჭიროთ, რომელზეც ცისარტყელა გამოჩნდება.

განმარტება: სინათლის სხივი რამდენიმე ფერისგან შედგება. წყლის გავლით სინათლე რამდენიმე შემადგენელ ნაწილად დაიშლება, როგორც ცისარტყელა.


3.ვულკანი

image

დაგჭირდებათ: ლანგარი, ქვიშა, პლასტმასის ბოთლი, საკვები საღებავი, სოდა, ძმარი.

ცდა: მცირე ზომის პლასტმასის ბოთლის ირგვლივ თიხის ან ქვიშისგან პატარა ვულკანი ააგეთ - გარემოს შესაქმნელად. ამოფრქვევის გამოსაწვევად ბოთლში 2 ს/კ სოდა ჩაასხით, ჭიქის მეოთხედი თბილი წყალი და ცოტა საკვები საღებავი დაუმატეთ, ბოლოს ჭიქის მეოთხედი ძმარი ჩაასხით.

განმარტება: როცა სოდა და ძმარი ერთმანეთთან კონტაქტში შევა, ბობოქარი რეაქცია დაიწყება წყლის, მარილის და ნახშირორჟანგის გათავისუფლებით. გაზის ბუშტები ბოთლის შემადგენლობას გარეთ ამოარფქვევა.


4.გაზარდეთ კრისტალები

image

დაგჭირდებათ: მარილი, წყალი, მავთული

ცდა: კრისტალების მისაღებად, მარილწყალი უნდა მოამზადოთ - ისეთი, რომ ახალი პორციის დამატების შემდეგ მარილი არ გაიხსნას. ამასთან, ხსნარი თბილი უნდა იყოს. პროცესი რომ უკეთ წარიმართოს, გამოხდილი წყალი გამოიყენეთ. როცა ხსნარი მზად იქნება, სხვა კონტეინერში გადაასხით, რომ მოაშოროთ ნაგავი, რომელიც მარილში ყოველთვის არის. შემდეგ მასში პატარა მარყუჟის მქონე მავთული მოათავსეთ. ჭურჭელი თბილ ადგილას დადეთ, რომ სითხე რაც შეიძლება ძალიან ნელა გაგრილდეს. რამდენიმე დღეში მავთულზე ლამაზი მარილის კრისტალები გამოჩნდება.

განმარტება: წყლის გაგრილების შემცირების შემდეგ მარილის ხსნადობა მცირდება და ნალექის სახით მავთულხლართზე გამოიყოფა.


5.მოცეკვავე მონეტა

image

დაგჭირდებათ: ბოთლი, მონეტა, რომელმაც შეიძლება ბოთლის თავი დაფაროს, წყალი

ცდა: ცარიელი თავდაუხურავი ბოთლი რამდენიმე წუთით საყინულეში შედგით. მონეტა წყლით დაასველეთ და ყინულიდან გამოღებულ ბოთლს დააფარეთ. რამდენიმე წამში მონეტა ხტომას და ბოთლის თავზე დარტყმით ხმების გამოცემას დაიწყებს.

განმარტება: მონეტას ზემოთ წევს ჰაერი, რომელიც საყინულეში შეკუმშული იყო და მცირე მოცულობას იკავებდა, ახლა კი გათბა და გაფართოვდა.


6.ფერადი რძე

image

დაგჭირდებათ: ცხიმიანი რძე, საკვები საღებავი, თხევადი სარეცხი საშუალება, ბამბის ჩხირები, თეფში.

ცდა: რძე თეფშში ჩაასხით და რამდენიმე წვეთი საკვები საღებავი დაუმატეთ. შემდეგ ბამბის ჩხირი თხევად საშუალებაში დაასველეთ და რძიანი თეფშის ცენტრში მოათავსეთ. რძე მოძრაობას დაიწყებს, ხოლო ფერები ერთმანეთში აირევა.

განმარტება: სარეცხი საშუალება რძის ცხიმის მოლეკულებთან რეაქციაში შევა და მათ მოძრაობაში მოიყვანს. სწორედ ამიტომ უცხიმო რძე არ გამოდგება.


7.ცეცხლგამძლე კუპიურა

დაგჭირდებათ: 10 ლარიანი, მაშა, ასანთი ან სანთებელა, მარილი, 50 %-იანი სპირტის ხსნარი (1/2 სპირტის ნაწილი ½ წყლის ნაწილი).

ცდა: სპირტიან ხსნარში მწიკვი მარილი დაამატეთ, ქაღალდის ფული ხსნარში ჩადეთ, რომ ის ბოლომდე გაიჟღინთოს. მაშით ქაღალდის ფული ამოიღეთ და ჭარბ სითხეს დაწრეტვის საშუალება მიეცით. ქაღალდს ცეცხლი წაუკიდეთ და დააკვირდით იმას, თუ როგორ არ იწვის.

განმარტება: ეთილის სპირტის დაწვის დროს წარმოიქმნება წყალი, ნახშიროჟანგი და სითბო (ენერგია). როცა თქვენ ქაღალდის ფულს ცეცხლს უკიდებთ, სპირტი იწვის. ტემპერატურა, რომლის დროსაც ის იწვის, საკმარისი არაა, რომ ააორთქლოს წყალი, რომლითაც ქაღალდი არის გაჟღენთილი. შედეგად, სპირტი იწვის, ხოლო ქაღალდი უცვლელი რჩება.


8.კვერცხებზე გასეირნება

image

დაგჭირდებათ: ორი ათეული კვერცხის ყუთი, სანაგვე ტომარა, წყლის ვედრო, საპონი და კარგი მეგობრები.

ცდა: იატაკზე სანაგვე ტომარა გაშალეთ და მასზე ორი კვერცხის ყუთი დადეთ. კვერცხი შეამოწმეთ, რომ გატეხილი კვერცხი არ შეგხვდეთ. ასევე შეამოწმეთ, რომ ყველა კვერცხი ერთ მხარეს იყოს მიმართული - ან მკვეთრი ბოლოთი ზემოთ ან ქვემოთ. თუ ფეხს სწორად დაადებთ, წონას სწორად გადაანაწილებთ, კვერცხზე დადგომას ან გასეირნებას შეძლებთ. თუ უკიდურესი ექსპერიმენტი არ გსურთ, კვერცხს ზემოდან შეგიძლიათ თხელი ფირფიტა დაადოთ. მაშინ არაფერი შეგიშლით ხელს.

განმარტება: ყველამ იცის, რომ კვერცხის გატეხვა მარტივია, მაგრამ კვერცხის ნაჭუჭი საკმაოდ გამძლეა და დიდი წონის გაძლება შეუძლია. კვერცხის „არქიტექტურა“ ისეთია, რომ ერთგვაროვანი დაწოლით წნევა მთელ ნაჭუჭზე გადანაწილდება და გატეხვის საშუალებას არ მისცემს.


9.კამერა ობსკურა

image

დაგჭირდებათ:

- ფოტოაპარატი

- მსხვილი მუყაოს დიდი ფურცელი;

- სამღებრო სკოჩი;

- ოთახი ხედით, როგორიც გსურთ;

- მზიანი დღე

1.ფანჯარა მუყაოთი დაფარეთ ისე, რომ ქუჩიდან შუქი არ შემოვიდეს.

2.ცენტრში თანაბარი ნახვრეტი გააკეთეთ (3 მეტრი სიღრმის ოთახისთვის ნახვრეტი დაახლოებით 7-8 მმ უნდა იყოს).

3.როცა თვალი სიბნელეს მიეჩვევა, ოთახის კედელზე ქუჩის გადაბრუნებული სურათი გამოჩნდება. ყველაზე უფრო ეფექტურ შედეგს მზიან დღეზე მიიღებთ.

4.ახლა მიღებული შედეგი შეგიძლიათ ფოტოაპარატით გადაიღოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. დარწმუნებული ხართ, რომ სურათზე მამაკაცია? გაიგეთ, საინტერესო რამ მის შესახებ

2. რატომ არ უნდა მოკლათ ობობა სახლში

3. ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო და და ძმა არის. გაგიმართლათ თუ ამ ნიშნის დედმამიშვილი გყავთ

4. 14 კომიქსი, რომლებიც გიამბობთ, თუ რატომ ცხოვრობენ ძაღლის მფლობელები ყველაზე დიდხანს და რატომ არიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები

5.მღვდელმა საკუთარი ხელებით ხეზე 10 სართულიანი სახლი ააშენა. შესანიშნავად გამოიყურება

6. გოგონამ დაკრძალვაზე ფულის გამომუშავების უჩვეულო გზა მოიფიქრა. ხელმომწერებმა იდეას მხარი დაუჭირეს

7. 25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ

8. ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის: 23 საინტერესო ფაქტი

9. 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

10. იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ

11. 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ

12. 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ

13. როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი

14. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
459
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
459
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0