x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსად იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა

image


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა. ამ დრომდე ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.



იაგო ბოლოთაშვილმა შეცვალა შოთა ხაჟომია, რომელიც კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსად 2017 წლის აგვისტოდან მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა და შოთა ხაჟომია მუშაობას გურიაში გააგრძელებს.


იაგო ბოლოთაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2006 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 წლებში ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების უფროსი (დეტექტივ-გამომძიებელი), შემდეგ კი მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე (დეტექტივების განყოფილების უფროსი) იყო. 2015-2016 წლებში მას შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0