x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქალმა საკეისრო კვეთა საკუთარი ხელით გაიკეთა

ეს ისტორია ცუდად დაიწყო, მაგრამ კარგად დამთავრდა. საკეისრო კვეთა იმ შემთხვევაში კეთდება, თუ ექიმი ან მშობიარე თვლის, რომ ქალს ბავშვის გაჩენა დახმარების გარეშე არ შეუძლია და ეს პოერაცია ყოველთვის ნარკოზით ტარდება. წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ ჩვეულებრივმა მექსიკელმა გლეხმა ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეძლო და კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია, თუ რისი გადატანა მოუხდა მას.


image


ინეს რამირესი 1960 წელს დაიბადა მექსიკაში, ოახაკის შტატში. მის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის მექსიკელი ინდიელების ენაზე — საპოტეკურზე საუბრობს. აქ აღწერილ მოვლენებამდე, 40 წლის ასაკში, ინეს უკვე ჰყავდა 7 შვილი, მერვე მას მშობიარობის დროს დაეღუპა და მეცხრე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. უახლოესი სამედიცინო პუნქტი, მისი სოფლიდან, 80 კილომეტრით იყო დაშორებული. ამიტომ, მშობიარობის დროს, ქალს ყოველთვის მეუღლე ეხმარებოდა.

ბოლო ფეხმძიმობის დროს, როდესაც ინეს მშობიარობა დაეწყო, მეუღლე მეზობელ სოფელში დარჩა და ამიტომ, რთულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მხოლოდ საკუთარი თავის და ბედის ანაბარად დარჩა... კუმშვები სულ უფრო ხშირდებოდა, მაგრამ სამშობიარო ჭინთვები არ ეწყებოდა. ბოლოს, ინესი მიხვდა, რომ რაღაც კარგად არ მიდიოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, მალე გონებას დაკარგავდა და ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვთან ერთად დაიღუპებოდა.

მაშინ ქალმა მუცლის გაჭრა და ბავშვის ამოყვანა გადაწყვიტა. მას გაგონილი კი ჰქონდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს როგორ კეთდებოდა, არასდროს ენახა. ანასთეზიის ნაცვლად მას ლიქიორი ჰქონდა – დალია 3 ჭიქა, აიღო სამზარეულოს დანა და 3 მცდელობის შემდეგ, მუცელი ვერტიკალურად 17 სმ-ზე გაიჭრა.

ინესმა ბავშვი ამოიყვანა და ძალა მხოლოდ იმაზე ეყო, რომ მისთვის ჭიპლარი გადაეჭრა. ამის შემდეგ, ძლიერი ტკივილისგან გონება დაკარგა. ცნობიერება რომ დაუბრუნდა, მან 6 წლის შვილი დახმარების სათხოვნელად გაგზავნა და ბავშვმა ვეტ. ექიმი მოიყვანა. მან ქალს მუცელი გაუკერა და აიძულა პროფესიონალისთვის მიემართა. ინესი, მეუღლესთან და ბავშვთან ერთად, საავადმყოფოში წავიდა.

ექიმი შოკში იყო: იმის გამო, რაც ინესმა გააკეთა და კიდევ იმით, რომ ახალშობილი ორლანდო გადარჩა და სრულიად ჯანმრთელი იყო.

image

ინესის მიერ ჩატარებული ოპერაციიდან, ვიდრე ქირურგმა გასინჯა, 16 საათის გავიდა. მან ქალს საფუძვლიანი კვლევა ჩაუტარა და მის მიერ დაშვებული «შეცდომები ჩაასწორა» — როგორც გაირკვა, საკეისრო კვეთის დროს, ინესმა ნაწლავები დაიზიანა. თუმცა, 10 დღის შემდეგ, ის ახალშობილ ვაჟთან ერთად, უკვე სახლში იყო.

მოგვიანებით, მან აღიარა, რომ უბრალოდ ტკივილისგან დაიღალა. «მე ვეღარ ვუძლებდი ტკივილს და გადავწყვიტე, რომ თუ ჩემი შვილი დაიღუპებოდა, მაშინ ის ჩემთან ერთად დაიღუპოს. ხოლო, თუ მას სიცოცხლე უწერია, მეც მინდა ვნახო, როგორ გაიზრდება, მინდა მასთან ვიყო. ვფიქრობ, რომ ღმერთმა ორივე გადაგვარჩინა», — თქვა ინეს რამირესმა.

სამედიცინო სამყაროში მსგავსი ფაქტის შესახებ, არც მანამდე და არც მის შემდეგია, არავის გაუგია. ინესმა ინტუიციით შეარჩია გაჭრის ადგილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები, თუ ნაწლავებს არ ჩავთვლით, არ დაუზიანებია.

შემთხვევა იმდენად უნიკალური არის, რომ ის მეანების და გინეკოლოგიის საერთაშორისო ჟურნალის — «International Journal of Gynecology & Obstetrics» ფურცლებზე მოხვდა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image* ატირებული ახალშობილის დამშვიდება 30 წამში. გამოცდილი პედიატრის რჩევა (ვიდეო)

* განსხვავება საკეისრო კვეთით დაბადებულ და ჩვეულებრივ ბავშვებს შორის: 3 მითი და 2 სიმართლე

* მეცნიერებმა ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკი დაასახელეს. აღმოჩენა, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

* ექიმებმა ბავშვი სენდვიჩის პაკეტში მოათავსეს

* რატომ ატარებენ გოგონები ვარდისფერს, ხოლო ბიჭები – ცისფერს?

* 42 წლის ქალმა 11 ტყუპი გააჩინა

0
503
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
503
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0