მსოფლიო რუსი "სუპერმენის" მორიგი შოუ და ისტორიულ მინიმუმამდე დავარდნილი რეიტინგი - საით მიდის რუსეთი? 2019, 18 თებერვალი, 14:32 გასული კვირა საერთაშორისო პოლიტიკაში საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. ერთმანეთის პარალელურად გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრები - აღმოსავლეთ ევროპის სამ ქვეყანას - უნგრეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. სტუმრობის მიზანი და მიზეზი აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთისა და ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსება იყო.
გარდა ამისა, ვარშავაში გაიმართა საერთაშორისო სამიტი - ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის მინისტერიალი. ამ მინისტერიალზე საგანგებოდ ჩავიდა შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და პრეზიდენტის ქალიშვილი
სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ "ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის ირანთან დაპირისპირების გარეშე მიღწევა შეუძლებელია" და "ირანს დამანგრეველი გავლენა აქვს ლიბანში, იემენში, სირიაში და ერაყში".
ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან ირანის მხარდამჭერი ქმედებები აშშ-სა და ევროკავშირს შორის უთანხმოებების გაღრმავებას გამოიწვევს. "ევროპაში ზოგიერთი პარტნიორი ცდილობს მექანიზმების შექმნას, რათა გვერდი აუარონ ირანისთვის ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს. ეს ინსტრუმენტი მცდელობაა აშშ-ს სანქციების დარღვევა მოხდეს".
მაიკ პენსის აზრით, "ამგვარი მიდგომა გააძლიერებს ირანს, დაასუსტებს ევროკავშირს და გააღრმავებს უთანხმოებას ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის". აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები გამკაცრდება, თუ ირანი არ იტყვის უარს თავის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე.
ამის პარალელურად "კონტრ-კონფერენცია" მიმდინარეობდა სოჭში - ერთმანეთს ჯერ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო ხვდებოდნენ, შემდეგ მათ შეუერთდნენ ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები - ჰასან რუჰანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი. წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო 106 1-ს მოსწონს
|