x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საფრანგეთის პარლამენტმა ტერმინები „დედა“ და „მამა“ „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვალა

image


ტერმინების, „დედა“ და „მამა“, ახალი ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვლას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ.
.
ეს ცვლილება იყო განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ნაწილი, რომელთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო დამტკიცებით, ერთსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაციას ბოლო მოეღება.
.
კანონპროექტი შესაძლოა სენატმა დაბლოკოს, რის შემდეგაც საბოლოო განხილვისთვის ისევ ეროვნულ ასამბლეაში დაბრუნდება. კანონის დამტკიცების შეთხვევაში, საფრანგეთის სასკოლო დოკუმენტებში ჩანაწერს „დედა“ და „მამა“, ჩაანაცვლებს „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.
.
კანონპროექტის ავტორია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის „საფრანგეთი, წინ“ წევრი, დეპუტატი, ვალერი პეტი. დეპუტატი ამტკიცებს, რომ გაითვალისწინა საფრანგეთში მიღებული კანონები, რომლის მიხედვითაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ.
.
კანონპროექტის კრიტიკოსები ინიციატივას „დეჰუმანიზაციად“ აფასებენ.
.
0
181
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0