x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი ლევან ბორტიშვილი გარდაიცვალა
image


პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი ლევან ბორტიშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, მას ოპერაცია უტარდებოდა, რაც ვერ გადაიტანა. როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ახალგაზრდა სტიქაროსანს კუჭის წყლულოვანი დაავადება გაურთულდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


ინფორმაციას და გარდაცვლილი სტიქაროსნის ფოტოსურათს სოციალურ ქსელში ქართველი სტიქაროსნების გვერდი ავრცელებს.


„გარდაიცვალა უწმინდესის მთავარსტიქაროსანი ლევან ბორტიშვილი, ჩვენი ძმა, საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ღირსეული შვილი. ვუსამძიმრებთ ლევანის გარდაცვალებას ოჯახს, მის უწმინდესობას, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა ლევანის გარდაცვალებამ.




უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს იქ, სადაც ყოველი მართალნი განისვენებენ, “ - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

1
1017
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1017
  
2019, 19 თებერვალი, 1:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1