x
თორმეტი გიორგი საქართველოს ისტორიაში

image

გიორგი I

1. გიორგი I (უშიში ვითარცა უხორცო) - საქართველოს მეფე 1014-1027 წლებში, ბაგრატ III-ის ძე და ბაგრატ IV-ის მამა;

image

გიორგი II

2.გიორგი II - საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში; ბაგრატ IV-ის ძე და დავით IV-ის (აღმაშენებელი) მამა;

image

გიორგი III

3.გიორგი III - საქართველოს მეფე 1156-1184 წლებში; დემეტრე I-ის ძე და თამარის მამა;

image

გიორგი IV

4.გიორგი IV (მეტსახელი ლაშა, აფსუათა ენაზე "ქვეყნის განმანათლებელი")- საქართველოს მეფე 1213-1223 წლებში; თამარისა და დავით სოსლანის ძე და დავით VII ულუს მამა;

image

გიორგი V

5.გიორგი V (ბრწყინვალე) - საქართველოს მეფე 1299-1302; 1318-1346; დემეტრე II თავდადებულის ძე;

6.გიორგი VI (მცირე) - საქართველოს მეფე 1308-1313 წლებში (ფიქტიური მეფე იყო, 1314 წელს მონღოლებმა მეორედაც გაამეფეს, თუმცა მისი მეფობა იყო წარუმატებელი, საქართველოს ისტორიაში კი მისი წვლილი შეუმჩნეველი, უმნიშვნელო. ყოველ შემთხვევაში ასეთი აზრია დამკვიდრებული საისტორიო მწერლობაში მისი მეფობის შესახებ); დავით VIII-ის ძე, გიორგი V -ის ძმისშვილი;

image

გიორგი VII

7.გიორგი VII - საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში; ბაგრატ V-ის ძე; კონსტანტინე I-ის ძმა;

image

გიორგი VIII

8.გიორგი VIII (კახეთში გიორგი I) - ქართლის მეფე 1446-1466 წლებში, კახეთისა - 1466-1476 წლებში; ალექსანდრე პირველი დიდის ძე;

9.გიორგი IX (შემდგომში ბერი გერასიმე) - ქართლის მეფე 1525-1527 (//1534) წლებში;კონსტანტინე II-ის ძე;დავით X-ის ძმა;

image

გიორგი X

10.გიორგი X - ქართლის მეფე 1600-16006 წლებში; სიმონ I-ის ძე;

image

გიორგი XI

11.გიორგი XI - ქართლის მეფე 1676-1688 წლებში; 1703-1709; ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) ძე;

image

გიორგი XII

12. გიორგი XII (ზაქიჭამია); - ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე 1798-1800 წლებში; ერეკლე II-ის ძე; საისტორიო ლიტერატურაში ზოგჯერ გიორგი XII გიორგი XIII-დაც იხსენიება, გამომდინარე იქიდან, რომ ვახტანგ V შაჰნავაზის ძე, გიორგი XI ორჯერ გამეფდა (1676 წელს და 1703 წლებში)


0
300
შეფასება არ არის
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0