x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გაციების, ხველების და თავის ტკივილის მიზეზი შესაძლოა თქვენივე სახლია: როგორ გავწმინდოთ ჰაერი!

ჭეშმარიტად ღირებული რჩევები!

image


როგორც წესი, დამცავ ნიღაბს ვიყენებთ ქუჩაში იმისთვის, რომ თავი დავიცვათ გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან _ წერს Smart Parenting. მხოლოდ შენობაშია შესაძლებელი, თავისუფლად ვისუნთქოთ და არ ვწუხდეთ დაბინძურებულ ჰაერზე. მაგრამ ეს სულაც არაა ასე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება შენობაში არის ის ფაქტორი, რომელიც წელიწადში 3, 8 მილიონ ადამიანს კლავს!!!





ამ დაბინძურების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. აი, რამოდენიმე მათგანი:



1) სიგარეტის კვამლი და ასევე, ანაორთქლი, რომელიც წარმოიქმნება ნავთის წვის შედეგად.

ნავთი გამოიყენება საავიაციო საწვავად, განათების და გამათბობელ მოწყობილობებში. მისი ანაორთქლი იწვევს ბრონქიტს, ემფიზემას და გულის დაავადებებს.



2) ჭარბი ტენიანობა.


იქ, სადაც ტენი გროვდება, წარმოიქმნება ობი და მტვრის ტკიპები, რასთან კონტაქტმაც ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ასთმა ან ალერგია. ჭარბი ტენიანობა ვნებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ნივთებსაც, განსაკუთრებით ხისას.




3) გაზქურები და გაზის ხელსაწყოები.


გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერება სათანადო ვენტილაციის არარსებობის გამო მთელ შენობაში ვრცელდება. შენობაში არსებულმა ნახშირბადის მონოქსიდის მაღალმა დონემ კი ფატალურ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

მცირე რაოდენობით მხუთავ აირს ქრონიკული დაღლა, ბავშვებში ასთმური შეტევების გაზრდა და გულის დაავადებები მოაქვს.

4) აქროლადი ორგანული ნაერთები


აქროლადი ორგანული ნაერთები - ეს არის ქიმიური ნაერთების ჯგუფი . მათ გამოყოფს წებო, საღებავი, ხის ნივთები, ფანერა და ლამინირებული მერქან– ბურბუშელოვანი ფილა (დსპ)-გან დამზადებული ნაკეთობები, ჰაერის გამწმენდი აეროზოლები, კოსმეტიკა და ჰიგიენის საშუალებები, საწვავი ნავთობი, ბენზინი და ასე შემდეგ.

აქროლადი ორგანული ნაერთების აორთქლება შესაძლოა საჭმლის მომზადების, ქიმიური წმენდის, სიგარეტის მოწევის, ჰაერის ნეოელექტრონული გამათბობლების გამოყენების, მაკოპირებელი აპარატების და სხვათა ხმარების დროსაც მოხდეს.



image


კვლევებმა აჩვენა, რომ შენობებში აქროლადი ორგანული ნაერთების დონე 2-5–ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქუჩაში.






როგორ გავასუფთაოთ ჰაერი შენობაში, სახლში? აი, რამდენიმე რჩევა:


image



1) გამოიყენეთ მცენარეები, რომლებიც ჰაერს „წმენდენ“ ფორმალდეჰიდებისგან და აქროლადი ორგანული ნაერთებისგან.


НАСА-სკვლევების თანახმად, ასეთი მცენარე სულ ჩვიდმეტია: რობელენის ფიკის პალმა, ქლოროფიტოზი, ოქროსფერი ეპიპრემნუმი, ლირიოპე და სხვანი. მორთეთ ამ მცენარეებით თქვენი საძინებელი და სახლის სხვა ოთახები.






2) არ მოსწიოთ სიგარეტი შენობაში.


ბოლო მონაცემების თანახმად, 1964 წლიდან დაახლოებით 2 500 000 არამწეველი ადამიანი გარდაიცვალა იმ პრობლემების გამო, რომლებიც გამოწვეული იყო პასიური მოწევისგან.

დაე, თქვენი სახლი გახდეს არამწეველების ზონა. არავის დართოთ შენობაში მოწევის ნება. დაიცავით თქვენი ნათესავები და ახლობლები.



3) აირჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.


ყურადღებით მიუდექით კვების პროდუქტების არჩევანს. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. ეცადეთ აირჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ეს ეხება გამწმენდ საშუალებებსაც. ისინი არ უნდა შეიცავდნენ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.

4) სახლი შეამოწმეთ ობის არსებობაზე.


მოიწვიეთ სპეციალისტი, რომელიც შეძლებს საფუძვლიანად შეამოწმოს, არის თუ არა თქვენს სახლში სოკო და ობი. თავადაც ყურადღებით შეათვალიერეთ ჭერი, მილები, ონკანები და სხვა ხელსაწყოები, რომლებიც ყველაზე ხშირად ექვემდებარებიან ტენიანობას.

არ დაგავიწყდეთ აბაზანის ხშირი განიავება, რისთვისაც ღია დატოვეთ კარი ან ფანჯარა.




5) რეგულარულად დაასუფთავეთ სახლი.



რაც შეიძლება ხშირად გადაწმინდეთ ზედაპირებიდან მტვერი არა მხოლოდ ტახტის ქვეშ, არამედ სხვა, ძნელად მისადგომი ადგილებიდანაც. საჭიროა ხშირად გაირეცხოს ბალიშები და ლეიბები.


image

აუცილებლად გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ახლობლებს და მეგობრებს!



***



იხილეთ ასევე:



რაც უფრო ცოტა აქვს ბავშვს სათამაშო, მით უფრო მხიარული იქნება ის! ახალი კვლევა ჩვენ ყველა ვცდილობთ ბავშვებს ახალი და ბევრი სათამაშო ვუყიდოთ. მაგრამ ეს ყოველთვის კარგი როდია. და საქმე ეხება არა მარტო განებივრებას! ოჰაიოს შტატის ტოლედოს უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ სათამაშოების სიმრავლე ბავშვის

დასვენების დღეების მხიარულად გატარების სურვილი ისეთივე ძლიერია, როგორც შემდეგ სწრაფი აღდგენის სურვილი. თავის ტკივილი, გულის რევა - მცირე დამახასითებელი ნიშნებია ორგანიზმის ალკოჰოლური ინოქსიკაციისა. საჭიროა მასთან ბრძოლა, თორემ ხანგრძლივი ნაბახუსევი გარანტირებული იქნება. (იხილეთ ვიდეო) არასასიამვნო შეგრძნებები რომ რაც

არსებობს საპატიო მიზეზი, რომელიც გათავისუფლებთ ნათევსავთან სტუმრად ყოფნის დროს ჭურჭლის რეცხვისგან! თავის გამართლება- საყვარელი ნათესავების კეთილდღეობაზე ზრუნვა. არსებობს ასეთი ცრურწმენა, რომ სტუმრად ყოფნის დროს არ შეიძლ...

ადრე თუ გვიან ყველა ჩვენთაგანი ცხოვრებაში ვინმეს ვკარგავთ _ ჩვენგან მიდიან ბებიები და ბაბუები, ახლობელი ადამიანები. ყველა ამ ტკივილის და ცერემონიალების შემდეგ პირისპირ ვრჩებით მრავალ კითხვასთან: რა ვუყოთ ყველაფერ იმას, რაც ამ ადამიანს ეკუთვნოდა, შეიძლება თუ არა ამ ნივთების სახლში შე...

0
169
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0