x
image
beko777
რუბრიკა: - ბესო ჩუბინიძის ერთი ფოტოს ისტორია
image
ჩემს თავს ალბათ ვგავარ და თუ მაინცდამაინც ამ ოთხიდან რომელი ვარ, არ გინდოდათ და არ მიცანით :D გეტყვით - მარცხნიდან მეორე მე ვარ :) პირველი - ლიზ მიჩელია, მესამე - ტონი მორტიმერი, მეოთხე - ლიზის ქმარი... აა, დამავიწყდა მეთქვა ეს BONEY M-ია, დარწმუნებული ვარ ასიდან ასმა კაცმა იცის ვინც არიან...
ეს, ფოტო თბილისში გადავიღეთ, თუ არ ვცდები გასული საუკუნის ბოლო წლებია, მათი პირველი თბილისური ვიზიტის პერიოდი, ახლა არიან პოპულარულები და მაშინ, რომ იყვნენ მაგაზე საუბარი არცაა საჭირო... მაშინ მე-ც პოპულარული ვიყავი, ჟურნალ „ვარსკვლავების“ ზეობის ხანა, ამ კონცერტის მთავარი საინფორმაციო მხარდამჭერები ვიყავით და ლეგენდარულ ოთხეულს გვერდიდან არ მოვშორებივარ, რათქმაუნდა ყველაზე ექსკლუზიური და ყველაზე საინტერესო სიუჟეტიც „ვარსკვლავებს“ ჰქონდა მაშინ :)
ფოტო პრესკონფერენციის შემდეგ, სადილი იყო და იმ დროს გადავიღეთ, ჯგუფის ლიდერმა ლიზ მიჩელმა BONEY M-ის ორი CD მაჩუქა ავტოგრაფებით (დღესაც შენახული მაქვს და დღესაც სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე მანაქაში, კონკრეტულად ამ დისკებს), და რაც ყველაზე მთავარია - მახსოვს ლიზას ვუთხარი, ჩემი პატარა ბიჭი მღერის ქავერებს, პოპულარული ბავშვია აქ და რა მაგარი იქნებოდა ერთი თქვენი სიმღერაც, რომ გამაკეთებინა-თქო... თქმა და ქმნა ერთი იყო და ზუსტად მაშინ დაიბადა ბაჩოს ახალი ქავერი BONEY M-ის „ბაბილონის“ მინუსზე ქართული ტექსტით შესრულებული...
მერე ტონისთან დავძმაკაცდი, ერთხანობა მიმოწერაც გვქონდა მაილზე, ამბებს ვუცვლიდით ერთმანეთს, მე საქართველოზე ვუყვებოდი, ტონი - BONEY M-ის გასტროლებზე მიყვებოდა და ჩვენც ჟურნალ „ვარსკვლავებში“ ექსკლუზიურად ვაწვდიდით მკითხველს ამბებს.
ამ ფოტოს გარდა, კიდევ სხვა ბევრი ფოტოა მათთან ერთად, მაგრამ ეს რაღაც ყველაზე მეგობრული მომეჩვენა, ლიზ მიჩელი ბოლოს ბათუმში, ანბანის კოშკთან გამართული კონცერტის დროს ვნახე რამდენიმე წლის წინ, თავი გავახსენე და ჩემდა გასაოცრად და სასიამოვნოდ - იქით გამახსენა ბევრი დეტალი :D
BONEY M-ის ეს შემადგენლობა აღარც არსებობს, ლიზის მეუღლე და ჯგუფის მენეჯერიც (ფოტოზე ბოლოში დგას) კარგახანია გარდაიცვალა, თუმცა ჯგუფის ყველა სიმღერა დღმდე ჰიტია...
0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0