x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეგალოდონი – ზღვის ურჩხული მატარებლის წონით

მეგალოდონიმეგალოდონი ვეშაპებზე ნადირობის პროცესში


მასთან შედარებით თანამედროვე ზღვების რისხვა – თეთრი ზვიგენი უბრალო ლიფსიტაა მხოლოდ: მეგალოდონი ხომ 50 ტონას იწონიდა, ხოლო სიგრძით 20 მეტრი იყო!


ზღვის ეს ურჩხული საოცარი მადით გამოირჩეოდა და მსხვერპლს (ძირითადად, უზარმაზარი ზომის ვეშაპს), შეჭმამდე რამდენიმე ნაწილად გლეჯდა, შიშის ზარს სცემდა რა ამის შემხედვარე პილოზენის ზღვის მთელ ფაუნას. ის იყო წყლის ტირანოზავრი რექსი, რომელიც მითიურ ლევიათანსაც კი ჩრდილავს საკუთარი შემზარავი ფორმებით და შთამბეჭდავი ზომებით.


წარმოიდგინეთ, ვეშაპი რამხელაა და მეგალოდონი სწორედ მათით იკვებებოდნენ. დიახ, სწორედ ვეშაპები წარმოადგენდნენ მთავარ საკვებს ზღვის ტირანოზავრი რექსებისთვის.



მეგალოდონის ყბას ვეშაპის ხერხემალში მყისიერი გადატეხვა შეეძლო.


ახლა კბილებს აღარ იკითხავთ? მეგალოდონის კბილებთან შედარებით თეთრი ზვიგენის კბილები ნამდვილი საცოდაობაა.

მეგალოდონის კბილიმეგალოდონის ნამარხი კბილი (მარცხნივ) და თანამედროვე თეთრი ზვიგენის კბილები (მარჯვნივ)


მაგრამ 2, 5 მილიონი წლის წინ მეგალოდონი უცებ გადაშენდა. საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ დროს ზღვაში ლურჯი ვეშაპები გაჩნდნენ, რომლებსაც მეგალოდონი ვეღარ ერეოდა, რადგან ზღვის ეს ძუძუმწოვრები წონით 130 ტონას აღწევენ, ხოლო სიგრძით – 30 მეტრს. ევოლუციის პროცესში ლურჯმა ვეშაპებმა შეავიწროვეს და ბოლოს მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლეს საკუთარი მომცრო ზომის თანამოძმეები, რომლებსაც მეგალოდონი ადვილად ერეოდა, ხოლო რადგან მეგალოდონს აღარ შერჩა ცხოველები, რომლებზეც ინადირებდა, ეს ზღვის ურჩხული საბოლოოდ შიმშილმა მოკლა.


ლურჯი ვეშაპის გამარჯვება მეგალოდონზე იყო ძუძუმწოვრების პლანეტაზე გაბატონების მთლიანი პროცესის შემადგენელი ნაწილი. ლურჯმა ვეშაპმა, რომელიც ცოცხლადმშობიარეა, რომელიც ნაშიერს ძუძუთი კვებავს და რომელსაც სხეულის მუდმივი ტემპერატურა გააჩნია, დაჯაბნა შედარებით განუვითარებელი მეგალოდონი, რომელსაც ძალიან მცირე ზომის და პრიმიტიული ცენტრალური ნერვული სისტემა და პრიმიტიული სხეული გააჩნდა.


ლურჯი ვეშაპები, გარდა იმისა, რომ უზარმაზარი ზომის და ძალიან გონიერი ცხოველები არიან, ხანგრძლივად ჩრდილოეთის ზღვებშიც ბინადრობენ, რაშიც მათ სხეულის მუდმივი ტემპერატურა უწყობს ხელს. მეგალოდონებს არც ეს უპირატესობა გააჩნდათ: მათ არ შეეძლოთ, საკუთარი ცივი სხეულები ლურჯი ვეშაპებივით სათბურის მსგავსად გამოეყენებინათ, ამიტომ პოლარულ ზღვებში ვერ გაჰყვნენ ამ უკანასკნელთ, რათა მათ მცირე ზომის ნაშიერებზე მაინც ენადირათ და თუნდაც შედარებით შეზღუდული რაოდენობით გადარჩენილიყვნენ.



0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0