x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
13 ხრიკი, რომელიც გააადვილებს თქვენს ყოფას
თუ ვისწავლით, როგორ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ნივთები არასტანდარტულად, ამით გადავჭრით მრავალ პრობლემას და ყოველდღიური ყოფა გახდება ძალზედ მარტივი.


image



გთავაზობთ 13 ხრიკს, რომლებიც აუცილებლად გაამარტივებენ თქვენს ყოფას.




1. გამოიყენეთ მსგავსი კალენდარი, რომელიც შეგახსენებთ ახლობლების დაბადების დღეს და შესაბამისად, მილოცვა არ დაგავიწყდებათ.image





2. ბოთლის თავის (ყელის) საშუალებით შეგეძლებათ მარცვლეულის ან ბურღულეულის ჰერმეტული შესანახი გააკეთოთ.image





3. ტანსაცმლის საკიდისგან, რეცეპტების წიგნის არაჩვეულებრივ დამჭერს გააკეთებთ, რომელიც ნამდვილად კარგი გამოსავალი იქნება სამზარეულოში ფუსფუსის დროს.image





4. თუ მაკრატელი დაბლაგვდა და სალესავი კი არ გაქვთ, პრობლემას მარტივად გადაჭრით კილიტას (ფოლგა) დახმარებით. უბრალოდ გაჭერით კილიტას რამდენიმე ფენა მაკრატლით და ის ახალივით მჭრელი გახდება.image





5. მუშაობის დროს, ჭუჭყიანი ლურსმანი პირით რომ არ დაიკავოთ, გამოიყენეთ ხელთათმანები.image





6. წიგნის დასადგემლი შეგიძლიათ გამოიყენოთ პლანშეტის დასადებათ.image





7. ლიმონი, უჟანგავი მეტალების სისუფთავის ერთ-ერთი მარტივი კომპონენტია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ეკოლოგიურია.image





8. იმისათვის, რომ ლურსმანის დაჭედების დროს თითი არ დაიზიანოთ, დამჭერად გამოიყენეთ სავარცხელი.image





9. აბაზანის ფარდის საკიდზე თუ კაუჭს ჩამოკიდებთ, შეძლებთ ტანის ღრუბლისა და სხვა წვრილმანების ჩამოკიდებას.image





10. იმისათვის, რომ ყველა ხელსაწყო ადგილზე დარჩეს, გამოიყენეთ მაგნიტი.image





11. კეტჩუპის, მაიონეზის, იოგურტის, მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი აქ ჩამოთვლილი პროდუქტის დაცლილი ქილა, ყველაზე კარგი გამოსავალია ბლინების მარტივად მოსამზადებლად.image





12. თაღლითებისგან რომ დაიცვათ თქვენი ბარათი, უსაფრთხოების მიზნით, კოდის ბოლო ოთხი ციფრი მარკერით შეღებეთ და დააწებეთ რაიმე სტიკერი. შესაძლებელია, ასევე, ბარათის გადაჭრა. ასეთ შემთხვევაში ისინი არ წყვეტენ მუშაობას, თუმცა, სჯობს არ გადაჭრათ, რადგან არ ვიცი ეს ექსპერიმენტი რითი დამთავრდება.image





13. ავტოფარეხში, პარკირების გაადვილების მიზნით, ჩამოკიდეთ ჩოგბურთის ბურთი, როდესაც ბურთი საქარე მინას შეეხება, მიხვდებით, რომ ავტომობილი ადგილზეა.image







იხილეთ აგრეთვე:




ხრიკები, რომელთა ცოდნა სიკვდილისგან გიხსნით– ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!image









ხრიკები, რომელთა ცოდნა ზღვაზე აუცილებლად გამოგადგებათ. დაიმახსოვრეთ!image









როგორ შევინახოთ მწვანილი, ბულიონი და სხვა პროდუქტები წლების მანძილზე. ეს უნდა იცოდეთ!image









როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკებიimage









ხრიკები, რომელთა ცოდნა აუცილებელია!image









ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთimage



1
1093
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1093
  
2019, 19 თებერვალი, 1:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1