x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დეკანოზი მამალაძე ჩვენს სასტუმროში შესახლდა და ცოცხალი თავით ფულს არ იხდიდა“ „ნუ ქმნით ცრუ გმირებს“
image


ხათუნა ლაგაზიძე დაკავებული დეკანოზის შესახებ ახალ და სკანდალურ დეტალებს ავრცელებს. ლაგაზიძე აღშფოთებულია, რომ საზოგადოება ცრუ გმირებს ქმნის და იმ ფაქტს იხსენებს, როგორ შესახლდა ახალგაზრდა მამაო ერთერთ სასტუმროში, თუმცა გადასახადის გადახდა არ სურდა.


„მოკლედ, ერთი წელია ვუყურებ ამ პროცესს და ხმა არ ამომიღია, არც ახლა ვეხები მის მონაწილეობა-არმონაწილეობას "ციანიდის საქმეში", რადგან მტყუან-მართალი არ ვიცი, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველასგან ცრუ გმირებს ვქმნიდეთ: ამოვიდა ყელში! ის რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს, ის არის, რომ არ არის, ეს ის კაცი, ვინც ან საპატრიარქოს ფინანსების სამართლიანი ხარჯისთვის დაიხოკავდა ლოყებს და ან უზიარებლობის გამო მიიღებდა ინსულტს: თავისუფლების შეზღუდვის გამო კი, რა თქმა უნდა.


ძალიან მოკლედ: რამდენიმე წლის წინ ჩვენს სასტუმროში ულამაზესი ცისფერი ანაფორით (თავიდან მხოლოდ ანაფორის უჩვეულო ფერმა მიიქცია ყურადღება) ახალგაზრდა მამაო შესახლდა საკმაო ხნით. ისე გავიდა მისთვის განკუთვნილი დღეები, რომ ახალგაზრდა მამაო ცოცხალი თავით ფულის გადახდას არ აპირებდა, რომ არა თანამშრომლების მოხერხება: ცოტა ხნით მამაო სასტუმროდან გასული დაიგულეს და მის თანმხლებ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალბატონს პასპორტი გამოართვეს, რის გარეშეც ის საზღვარს ვერ გადაკვეთდა და მხოლოდ ამ გზით მიიღო სასტუმრომ კუთვნილი ანაზღაურება. არავისი საქმე არ იყო ეს, რომ არა მისგან ყალბი გმირის შექმნის და საზოგადოებისთვის შეტყუების დაუსრულებელი მცდელობა. არანაკლები მორალურ-ზნეობრივი "ავტორიტეტით" სარგებლობს ის ბათუმშიც. იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, აღადგინეთ სამართლიანობა მის საქმეში, თუ აღსადგენია, მაგრამ შეწყვიტეთ მისგან "გმირის" შექმნის მცდელობა, ''- წერს ხათუნა ლაგაზიძე.



image

1
1000
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1000
  
2019, 18 თებერვალი, 1:45
და ეს ქალი ექსპერტია, ნუ თავის თავს ასე უწოდებს.
დაკვეთილი ბლუყუნი, როგორც ჩვევია ხოლმე, როცა სამაჩაბლოს ომთან დაკავშირებით მისი უაზრო და აბსურდამდე მისული შეფასების გამო შევეკამათე, ისტერიკაში ჩავარდა.
არა და არც ხმა ამიწევია, არც კორექტულობა დამირღვევია, მით უფრო ქალს ამას არ ვაკადრებდი.
ცალკე თემაა ის კანონდარღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეს პასპორტი, რომ წაართვეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.
0 1 1