x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა სურთ კაცებს?
image

სექსი? ვისკი? ფული? ქალები? ყველას ის სურს, რაც თვითონ არ აქვს. მამაკაცი ბუნებით მონადირეა. ჟინიანი, კონკურენტი სხვა კაცებთან. კაცს ყოველთვის სურს, უფრო მეტი ჰქონდეს, ვიდრე მის მეზობელს, მეგობარს, კონკურენტს. კაცის ოცნება მარტივია: ბევრი ფული, ლამაზი მანქანები, ლამაზი ქალი გვერდში ან ბევრი ქალები. ადრე თუ გვიან კაცებს ეს ბევრი ქალი და უძილო გიჟი ღამეები ბეზრდება. ყველაზე გადამწვარ ცინიკოსსაც სტაბილურობა უნდება და ვერ პოულობს, რადგან სტაბილურობა ჩვევაა, კაცებს კი ჩვევის გაჩენის ეშინიათ. უფრო- ქალის ჩვევის. რა სურთ მამაკაცებს ჩვენგან, ქალებისგან? სტაბილურ, ნამდვილ მამაკაცს, რომელიც ქალის კლასიკურ წარმოდგენაში ძალიან წარმატებულია, მუდამ მოძრაობაშია, გარემოცული კომფორტით- ასეთ მამაკაცს ასეთივე სტაბილურად წარმატებული ქალი სურს; ან ისეთი, რომელმაც წარმატებას თვითონ მიაღწია.

და მაინც..... რა სურთ კაცებს?

ყურედღება და მზრუნველობა – ქალბატონებო, აბსოლუტურად ყველა მამკაცს უყვარს ყურადღება და მზრუნველობა.ამას ისინი ზოგჯერ არ აღიარებენ, თუმცა ეს მათ ჰაერივით სჭირდებათ, განსაკუთრებით კი საყვარელი ქალისგან., მუდამ აგრძონობინეთ მამაკაცებს სითბო და შეუქმენით კომფორტი - თქვენ მას ვერ "მოიშორებთ".


ნუ ინერვიულებთ, თუ მან სხვა ქალს მიაქცია ყურადღება
თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მამაკაცი უჩუმრად სხვა ქალისკენ აპარებს მზერას, ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. მამაკაცი ბუნებით პოლიგამია და ეს მას ინსტინქტში აქვს ჩადებული. რამდენიც უნდა იჩხუბოთ, ვერაფერს გახდებით.

მათ სჭირდებათ იგრძნონ თავი ძლიერებად – ისინი მამაკაცები არიან, შესაბამისად აუცილებელია მათი ძალაუფლების აღიარება. მამაკაცმა უნდა იგრძნოს რომ მას ეკუთვნის ბოლო სიტყვა. შეიძლება ფემინისტი იყოთ და სულ არ თანხმდებოდეთ ამას, მაგრამ ეს არ დაანახოთ! ამას ყოველთვის უკურეაქცია მოსდევს, თუმცა გააჩნია შემთხვევასაც, ყველა ინდივიდუალურია.

ნუ მოაბეზრებთ თავს თქვენს რჩეულს, დაუტოვეთ მას თავისი სივრცის თუნდაც სულ მცირე ნაწილი აუთვისებელი, ნუ ჩაერევით მკვეთრად მის ურთიერთობაში მეგობრებთან და ახლობლებთან, მიეცით საშუალება მშვიდად უყუროს ფეხბურთის მატჩს და საყვარელ ჰორორ ფილმებს, გაისეირნოს საუნაში მეგობრებთან ერთად და წავიდეს მასაჟზე ან საცურაო აუზზე, თქვენ წარმოიდგინეთ ხანდახან უთქვენოდ! ნუ მოახვევთ თავს დაუსაბუთებელ ეჭვიანობას და ნუ გაუმართავთ სცენებს, კაცებს სძულთ ქალის ნორმად გადაქცეული პრეტენზიული ტონი. გაითვალისწინეთ, მამაკაცისთვის სასურველ ქალთან ყოფნა განტვირთვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა და თუკი ეს ყოველდღიურ ქარიშხლად გადაიქცევა, დამიჯერეთ, ის აუცილებლად მოძებნის სხვა მყუდრო ნავსაყუდელს.

სითამამე – ურთიერთობაში მათთვის აუცილებელია იგრძნონ თავი თავისუფლად და თამამად. ნუ შეეცდებით მათ ჩარჩოებში მოქცევას, თქვენ ეს მაინც არ გამოგივათ და ამავდროულად ძალიან დაძაბავთ ურთიერთობას.

ნუ ეცდებით მის შეცვლას
მსგავსი მცდელობები მხოლოდ გააფუჭებს თქვენს ურთიერთობას. გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის.

საკუთარ თავში დარწმუნებულობა – თქვენთან ურთიერთობისას მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ძლიერია, თამამია, შესაბამისად მას აქვს თავდაჯერებულობის მაღალი კოეფიციენტიც. აგრძნობინეთ რომ ის მართავს, თუმცა არ უთხრათ რომ თქვენ ხართ კისერი და თქვენ აძლევთ ამის მიმართულებას.

ქალბატონებო მუდამ იყავით ფორმაში
არასოდეს დაივიწყოთ, რომ გარეგნობაზე ზრუნვა აუცილებელია. ყოველთვის აკონტროლეთ წონა და იყავით ფორმაში.მამაკაცი უნდა ამაყობდეს ქალით რომელიც მას გვერდით ჰყავს. ისინი არ აღიარებენ, თუმცა მათ მოსწონთ როდესაც უცნობი მამაკაცი მის საყვარელ ქალ თვალს აყოლებს.

მას სჭირდება ქალი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, საყვარელი, მოსაუბრე…მოკლედ რომ ვთქვათ მრავალფეროვანი არსება – ურთიერთობის ფსიქოლოგია დაფუძნებულია პირველ რიგში ერთმანეთის გაგებაზე, საერთო ინტერესების გაზიარებაზე. ვინაიდან მამაკაცი მონადირული ინსტიქტებით ხასიათდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ იყოთ ბოლომდე ამოხსნილი ამოცანა, აუცილებლია შეინარჩუნოთ მრავალფეროვნების გარკვეული ხარისხი!

ის გრძნობს პასუხისმგებლობას თქვენს მიმართ – ნამდვილი მამაკაცი აცნობიერებს ურთიერთობის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. მისთვის ხართ სუსტი არსება, რომელზეც უნდა იზრუნოს. შესაბამისად მიეცით სივრცე ამისათვის, მათ თუ სურთ ყველაფერს გააკეთებენ თქვენთვის.


0
129
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თორთლაძე
მარიამ თორთლაძე
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0