x
image
თორ ნიკე
Mediator image
ლეშანის გიგანტური ბუდა

ლეშანის გიგანტური ბუდა


ბუდას მსოფლიოში უდიდესი ქანდაკება სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ ლეშანთან მდებარე ლინგუინის მთაზე, კლდეშია გამოჭრილი. 71-მეტრიანი გიგანტური ბუდას გამოჭრა ახ.წ. 713 წელს დაიწყო და 90 წლის შემდეგ დასრულდა. ქანდაკება იმდენად დიდია, რომ მარტო ბუდას ცხვირი, საშუალო სიმაღლის ადამიანზე სამჯერ მაღალია. თავდაპირველად ბუდა 13-სართულიანი შენობის შიგნით იდგა, მაგრამ შემდგომში შენობა განადგურდა.


ლეშანის გიგანტური ბუდა


ჩინელებს სწამდათ, რომ ეს უზარმაზარი ბუდა იმ მეთევზეთა მფარველი იყო, რომელთაც მის წინ გაწოლილ მდინარეებში (მინ იანი, დადუ ჰე და დინუი იანი) თევჭერით გაჰქონდათ თავი. სამწუხაროდ, მოგვიანებით ეს წმინდა ადგილი ტყეებმა დაფარა, თუმცა ის აღადგინეს. დღეს გიგანტური ბუდას ქანდაკება, კულტურული ნაკრძალის ნაწილია და მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.


ლეშანის გიგანტური ბუდა



ასევე დაგაინტერესებთ:


1. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

2. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

3. ზევსის ქადაკება ოლიმპიაში

4. ოლიმპიადის ისტორია

5. ჩაქმულის ქანდაკებები


160 სამეცნიერო სტატია

100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0