x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისტონია - ფანტასტიკური დიაგნოზი
Image result for Learning
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია – ფანტასტიკური დიაგნოზი. რომელიც ისმება ნებისმიერი სიმპტომის გამოვლინებისას.
სინონიმები: ნეიროცირკულატორული ასთენია/დისტონია, ვეგეტონევროზი, კარდიონევროზი, ვეგეტატიური კრიზი, სიმაპტოადრენალინური კრიზი, დისტონიური კრიზი, ვეგეტატიური დისფუნქციის სინდრომი, ჰიპოთალამური/დიენცეფალური კრიზი/სინდრომი, ვეგეტატიურ სისხლძარღვოვანი სინდრომი, ვაგოინსულარული პაროქსიზმი. რომელიც, როგორც ცნობილია, ასევე წარმოადგენს შფოთვითი აშლილობის ერთ ერთ ვარიანტს და საჭიროებს მკაცრად განსაზღრულ მკურნალობას.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სინონიმი ძალზედ მოძველებულია, უკვე თითქმის 30 წელია, კარგმა ექიმებმა იციან რა არის DSM და ICD-10 და იყენებენ ტერმინებს პანიკური აშლილობა (F41), სომატოფორმული აუტონომიური დისფუნქცია (F45.30) ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (F41.1), რაც უფრო ფსიქიატრიულ პროფილს მიეკუთვნება.
არსებობს მოსაზრება რომ დიაგნოზი მოიფიქრეს იმისათვის, რათა ნევროლოგებსაც შეძლებოდათ ანტიდეპრესანტებისა და შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა. თუნდაც ეს სიმართლე იყოს, ექიმი რომელიც ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დიაგნოზს სვამს, არცერთ ზემოთ ნახსენებ პრეპარატს არ ნიშნავს.
დღესდღეობით ფსიქოთერაპიულ და ნევროლოგიურ პრაქტიკაში აღინიშნება შფოთვითი აშლილობების მქონე პაციენტთა რიცხვის მატება, სიმპტომები ძალზედ მრავალფეროვანია, თუმცა ორგანული მიზეზი არ ჩანს, პაციენტის მღელვარება განსაკუთრებით მაშინ იმატებს, როდესაც ექიმმა არ იცის რა დიაგნოზი დასვას.

სიმპტომები ძალზედ მრავალფეროვანია: თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • სისუსტე
  • ოფლიანობა
  • ქოშინი
  • სინკოპალური მდგომარეობა, გულის წასვლა
  • ხმაური ყურებში
  • ძილიანობა/უძილობა
  • ემოციების უეცარი ცვლილება
  • პანიკის შეტევები
  • მღელვარება
  • აჩქარებული გულის რითმი
  • სხეულის ტემპერატურის ცვლილება
  • კუნთებისა და გულმკერდის ტკივილი

როგორ ვიცხოვროთ დიაგნოზით, რომელიც არ არსებობს.
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, განსაკუთრებული დიაგნოზია, რომელი ძალიან უყვართ ძველი თაობის ექიმებს და ძალიან არ უყვართ ექიმებს, რომლებიც კითხულობენ თანამედროვე ლიტერატურას და იციან რა არის მტკიცებითი მედიცინა.
ყველაფერი იმიტომ, რომ ასეთი დიაგნოზი არ არსებობს, არ არის საერთაშორისო კლასიფიკაციაში, თუმცა ხშირად გვხვდება სამედიცინო ისტორიებში, არსებობს უამრავი მასალა, ფორუმი და ინფორმაცია ინტერნეტში, რომელიც მთელ რიგ რჩევებს გვთავაზობს, თუ როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებას.
ვეგეტატიური ნერვული სისტემა – ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აქედან გამომდინარე, ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იმ სისტემის ნაწილია, რომელზეც ჩვენ გავლენას ვერ ვახდენთ, სისტემა აკონტროლებს ასევე გულის რითმს, საჭმლის მონელებას, სისხლის წნევას. დისტონია იდეაში, რაიმეს მოშლას, დარღვევას ნიშნავს.
პაციენტებს აწუხებთ კონკრეტული, თუმცა სხვადასხვა სიმპტომები, ვიღაცას აჩქარებული პულსი და ხელების კანკალი აწუხებს, ზოგს თავბრუსხვევა და ტკივილი გულმკერდში, ზოგს დაღლილობა და უძილობა, ხანდახან ყველაფერი ერთად, ამავდროულად ვერანაირ ნორმიდან გადახრას ვერ ხედავენ ვერც კარდიოლოგები, ვერც გასტროენტეროლოგები და თავად ნევროლოგებიც. სწორედ ასე ჩნდება დიაგნოზი ვეგეტო სისხლძარღვოვანი დისტონია.
პაციენტები არ იგონებენ, მათ მართლაც აქვთ პრობლემები, თუმცა ყველა ეს სიმპტომი, როგორც ერთად ისე ცალ–ცალკე, ჩნდება არა ვეგეტო სისხლძარღვოვანი დისტონიის გამო, არამედ სხვა დაავადებების, რომელთა დიაგნოსტირებაც არ ან ვერ მოხერხდა, არცთუ იშვიათად მათ ნევროლოგის მაგივრად ფსიქიატრი ესაჭიროებათ.

Sensory homunculus
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის შესახებ მტკიცებულებებით წერა შეუძლებელია – დიაგნოზი არ არსებობს, შესაბამისად კვლევები, რომლებიც მტკიცებითი მედიცინის მოთხოვნებს პასუხობს, არც ჩატარებულა.
ყველაფერი იმიტომ, რომ ასეთი დიაგნოზი არ არსებობს, არ არის საერთაშორისო კლასიფიკაციაში, თუმცა ხშირად გვხვდება სამედიცინო ისტორიებში, არსებობს უამრავი მასალა, ფორუმი და ინფორმაცია ინტერნეტში, რომელიც მთელ რიგ რჩევებს გვთავაზობს, თუ როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებას.
ვსდ შეიძლება დაისვას პრაქტიკულად ყველა ჩივილისას, როცა არ იცი რა დიაგნოზი დასვა, როგორც წესი არც პაციენტმა და არც ექიმმა არ იცის რატომ დაისვა ეს დიაგნოზი.
ავუხსნათ ექიმს, რომ არ გვჯერა გამოგონილი დიაგნოზების და ვთხოვოთ არ გამოგვიწეროს ნოოტროპები, დავუსვათ კითხვები მისი ნებისმიერი ქმედების შესახებ, განათლებულმა ექიმმა ყველაფერი თქვენთვის გასაგებ ენაზე უნდა აგიხსნათ. იკითხეთ შეიძლება თუ არა გამოკლევის არ ჩატარება, რა მოხდება თუ არ ჩაიტარებთ, რა მიზეზით ნიშნავს ექიმი ამა თუ იმ კვლევას და რას ელოდება.
ყველაფერი არც ისე ცუდადაა, მტკიცებით მედიცინას უკვე საკმაოდ ბევრი მომხრე ყავს, მსხვილმა კერძო კლინიკებმა დაიწყეს აღქმა, რომ მტკიცებითი მედიცინა სიკეთეა (ამასთანავე მომგებიანია – კმაყოფილი, განკურნებული პაციენტი საუკეთესო რეკლამაა), ჯანდაცვის სამინისტროც უკვე კარგა ხანია გვთავაზობს მართალია არა სრულყოფილ, მაგრამ მეცნიერულად დასაბუთებულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს.
F45.3 სომატოფორმული ვეგეტატიური დისფუნქცია – ეს ერთ ერთი გამოსადეგი, თანამედროვე და სწორი ფორმაა ვსდ–ს ჩასანაცვლებლად. დიაგნოზი ფსიქიატრიულია, თუმცა მკურნალობენ ნევროლოგებიც. თუ თქვენს დანიშნულებაში არ არის ანტიდეპრესანტი და/ან შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატი, ექიმი ისევ ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას მკურნალობს, უბრალოდ უკვე სხვა სახელით, დროა შეცვალოთ ექიმი.
თუ მაინც გიწევთ ასეთ ექიმთან მისვლა, ურთიერთობა სასურველია დაიწყოთ შემდეგი ფრაზით:

იცით ექიმო, თქვენს შესახებ ამბობენ, რომ თქვენ არ მიეკუთვნებით მათ რიგს, ვინც არარსებულ დიაგნოზებს წერს, ნიშნავს ნოოტროპებსა და უსარგებლო წამლებს, იმედია თქვენ დამეხმარებით.
Image result for false diagnosis
0
375
შეფასება არ არის
ავტორი:დავით ბარაბაძე
დავით ბარაბაძე
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0