x
image
დონ ჟუან
აშშ-ის მიერ მოკლული 5 ლიდერი

1. ოსამა ბინ ლადენი

ოსამა ბინ ლადენი მოკლეს 2011 წლის 2 მაისს, ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე, პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის დახმარებით. ბინ ლადენის მკვლელობის ოპერაციის ბრძანება გასცა ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. ოპერაცია განხორციელდა CIA-ს ცენტრალურ დაზვერვის შტაბში. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია ამერიკელებმა ავღანეთიდან დაიწყეს, შემდეგ კი მოაწყვეს რეიდი მის სახლზე აბოტაბადში. რეიდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბინ ლადენის გვამი იდენტიფიკაციისთვის ავღანეთში გადაასვენეს, ხოლო შემდეგ, გარდაცვალებიდან 24 საათში დაასაფლავეს.

image*დაბადების თარიღი: 10 მარტი 1957წლის, საუდის არაბეთი.
*გარდაცვალების თარიღი: 2 მაისი 2011 წლის, პაკისტანი.
* რელიგია: ისლამი
*მოქალაქეობა: საუდის არაბეთი(1957-1994 წ.), მოქალაქეობის გარეშე(1994-2011წ.)
*წარმოშობა: იემენელი
*ორგანიზაცია: ალ-ქაიდა

2. ჩე გევარა
ჩე გევარაზე ნადირობისას ბოლივიის შეიარაღებულ ძალებს რჩევებს აძლევდა ფელიქს როდრიგესი, კუბელი დევნილი და CIA-ის სპეცრაზმის მუშაკი. ასევე, კევინ მაკდონალდის მიერ 2007 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმი - "ჩემი მტრის მტერი" - ამტკიცებს, რომ CIA-ის გევარას დაჭერაში რჩევებს აძლევდა და შესაძლოა ეხმარეობოდა კიდეც ნაცისტური ომის კრიმინალი კლაუს ბარბიე, რომელსაც „ლომის ყასაბს“ უწოდებდნენ. სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე წუთით ადრე, გევარას ბოლივიელმა ჯარისკაცმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა მის უკვდავებაზე, „არა“, შეეპასუხა ჩე, „მე რევოლუციის უკვდავებაზე ვფიქრობ“. ტერანი შეყოყმანდა, შემდეგ თავის ნახევრადავტომატური შაშხანიდან ცეცხლი გახსნა და გევარას ხელებსა და ფეხებში ესროლა. ჩე მიწაზე დაიკრუნჩხა და მაჯების საშინელი ტკივილისგან ყვირილი აღმოხდა. ამ დროს ტერანმა რამდენიმეჯერ კიდევ ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდში, როგორც როდრიგესი აღნიშნავს, დღის 13:10-ზე მიაყენა.საერთო ჯამში, გევარა 9 ადგილას იყო დაჭრილი, მათ შორის ხუთგან ფეხებში, თითო-თითო მხარსა და მკლავზე, ერთი გულმკერდში და ბოლოს, ყელში.

image მსოფლიო რუკა, რომელზეც წითლად გამოსახულია ქვეყნები, რომლებსაც სტუმრობდა ან ცხოვრობდა ჩე გევარა. ის სამი ქვეყანა კი სადაც ის შეიარეღებულ რევოლუციას ახორციელებდა, მწვანედაა გამოსახული.
image
*დაბადების სახელი: ერნესტო გევარა
*დაბადების თარიღი: 1928
წლის 14 ივნისი, როსარიო, სანტა–ფე, არგენტინა.
*გარდაცვალების თარიღი: 1967 წლის 9 ოქტომბერი(39 წლის).
*განათლება: მედიცინის დოქტორი
*პროფელია:
ექიმი, მარქსისტი, რევოლუციონერი, პოლიტიკოსი.
*მეუღლე(ები):
ილდა გადეა (1955–1959), ალეიდა მარჩი (1959-1967 მის დაღუპვამდე)
*შვილ(ებ)ი:
ილდა (1956–1995), ალეიდა (დ. 1960), კამილო (დ. 1962), სელია (დ. 1963), ერნესტო (დ. 1965).
*მშობლები: მამა- ერნესტო გევარა ლინჩი, დედა-სელია დე ლა სერნა ილიოსა
*დაკრძალულია: ჩე გევარას მავზოლეუმი, სანტა-კლარა, კუბა.
*მოქალაქეობა: არგენტინა, კუბა.
*წარმოშობა: არგენტინელი.



3. გენერალი რაფაელ ტრიილიო
სამშბათს, 1961 წლის 30მაისს, დომინიკის დედაქალაქისკენ, ლურჯი ფერის 1957 წლის შევროლეტით, მიმავალ გენერალ ტრიილიოს ჩასაფრება მოუწყეს და ჩახვრიტეს. ჩასაფრებას შეეწირნენ გენერლის თანამგზავრებიც, მათ შორის გენერალი ხუან ტომას დიაზი, პედრო ვილიო კედინო, ანტონიო დე ლა მაზა, ამდო გარსია გუერერო და გენერალი ანტონიო იმბერტ ბარერა. აშშ-ის გენერალური მდივნისთვის განკუთვნილ 1975 წლის მოხსენებაში CIA-ის ოფიციალური პირები აღწერენ სააგენტოს, როგორც მკვლელობაში "აქტიური მონაწილეობის გარეშე" და მხოლოდ "სუსტი კავშირი" აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებიც გეგმავდნენ მკვლელობას. თუმცა ეს ანგარიში ეწინააღმდეგება მოგვიანებითი გამოძიებიდან ამოღებულ მტკიცებულებებს. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო ოთხი ცალი ამერიკული საბრძოლო შაშხანა, რომლებიც ეკუთვნოდა CIA-ის აგენტებს, რომლებითაც მოხდა გენერალ რაფაელ ტრიილიოს მკვლელობა.
image*დაბადების სახელი: რაფაელ ლეონიდას ტრიილიო მოლინა
*დაბადების თარიღი: 1891 წლის 24 ოქტომბერი, სან კრისტობალი, დომინიკის რესპუბლიკა.
*გარდაცვალების თარიღი: 30 მაისი 1961 (69 წლის ასაკში), კუუდადუ ტრიილიო, დომინიკის რესპუბლიკა.
*პოლიტიკური პარტია:
დომინიკის პარტია.
*მოქალაქეობა: დომინიკელი.
*რეზიდენცია: სანა დომინგო.
*პროფესია: ჯარისკაცი, ბიზნესმენი, სახელმწიფო მოხელე.
*მეუღლე(ები): ამინტა ლედეზამ ი პერესი(1922-1925 წ.), ბენვენიდა რიკარდო ი მარტინესი(1927-1935 წ.), მარტინა დე ლაოს ალგესი მარტინე ალ აბა(1935-1961 წ.).
*შვილ(ებ)ი: ფლორი დე ორო ტრიილიო ლედესემა, ოდეტა ტრიიჟოლი რიკარდო, იოლანდა ტრუილო ლოვატონი, ლეონიდას რადჰემეს ტრიილლო მარტინესი, რაფაელ ტრუილო ლოვატუნი, რამფის ტრიილიო მარტინესი, მარია დე ლას ენგელეს დელ საგრადოკორზაონი დე იესსი ტრიილიო მარტინესი.


4. აბუ ჰაირ ალ-მაზრი
2017 წლის 26 თებერვლის მთავარ მოხსენებებში ნახსენები იყო ალქაიდას ლიდერის ალ–მასრის მკვლელობის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ, რომელიც მიემართებოდა ალ-მუსტუუმში(სირია). თავდაპირველად ეს არც აშშ-მა და არც ალქაიდან არ დაადასტურა. მოგვიანებით ჟურნალ “guardian"-ის ჟირნალისტებმა, ტომ მაკარტიმ და მარტინ ჩულოვმა, დაადასტურეს ალ-ქაიდას ლიდერის მკვლელობა. მოგვიანებით კი ალ-მაზრის სიკვდილი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაადასტურა როგორც აშშ-ის მთავრობამ ასევე ალ-ქაიდამაც. საჰაერო თავდასხმას ასევე ემსხვერპლა ალ-ქაიდას წევრი ტაჰრირ ალ-შამი.
image*დაბადების თარიღი: 3 ნოემბერი 1957, კაფრლ ელ-შეიხი, ეგვიფტე.
*გარდაცვალების თარიღი: 26 თებერვალი 2017 (ასაკის 59), ალ-მუსტუუმი, ილიბის გუბერნატი, სირია.
*თანამდებობა: ალ-ქაიდას მეთაურის მოადგილე.
*მოქალაქეობა: ეგვიფტე.


5. რენე შნაიდერი
გენერალი რენე შნაიდერი იყო ჩილელთა არმისს მთავარსარდალი 1970 წლის ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მან მოამზადა სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთდახმარების დოქტრინა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც შნაიდერის დოქტრინა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს მრავალჯერ სცადეს მისი გატაცება და მოკვლა. CIA მას მოიხსენიებდა როგორც “ სამხედრო გადატრიალების მთავარ ბლოკადად", ამიტომაც შეიქმნა სპეციალური ჯგუფი გენერალ კამილო ვალენზუელას მეთაურობით, მის გასანეიტრალებლად. 1970 წლის 22 ოქტომბერ აჯანყებულებმა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ სცადეს გენერლის გატაცება. დედაქალაქ სანტიაგოში ქუჩის კვეტისას მოწყობილი ჩასაფრების დროს, გენერალმა რამდენჯერმე გაისროლა იარაღიდან, ხუთი თავდამსხმელიდან ერთ-ერთმა კი მოაერხა ჩაემტვრია ავტომობილის უკანა ფანჯარა და ბლაგვი საგნით რამდენჯერმე ჩაარტყა გენერალს ელენთის ადგილას. გენერალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა და სამი დღის შემდეგ, 25 ოქტომბერს, რენე შნაიდერი გარდაიცვალა.
image
*დაბადების თარიღი: 1913 წლის 31 დეკემბერი, კონიაკი, ჩილე.
*გარდაცვალების თარიღი: 1970 წლის 25 ოქტომბერი (56 წლის), სანტიაგო, ჩილე.
*წოდება: ჩილეს არმიის მთავარსარდალი.



ასევე დაგაინტერესებთ:
1. დიქტატორები და მათი შვილები
2. კადრები რომლებმაც მომავალი შეცვალა
3. უკანასკნელი კადრები მომავლის შეცვლამდე
4. მსოფლიოს გასაოცარი ადგილები: აბუ სიმბელი
5. ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები ისტორიაში
6. მონეტები, რომლებიც მილიონრად გაქცევთ
7.
მსოფლიოს ძვირადღირებული მანქანები
8. ერთ სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ
9. დიქტატორების სიკვდილი: როგორ მოლვდა 5 ცნობილი დიქტატორი
10. არა ძალადობას..!
11. ყველა დროის 5 საუკეთესო ისტორიული ფილმი
12. გიორგი ლეონიძე “ყივჩაღის პაემანი"
13. მე და ღამე
14. მეორე მსოფლიო ომი
15. დიადი მხატვრები მათი საინტერესო ფაქტებით
16. ემოციურადყველაზე მეტად დატვირთული ფილმები
17. სურათები, რომლებმაც მსოფლიო შოკში ჩაადგო
18. 5 ყველაზე გმირული ბრძოლა მსოფლიოს ისტორიაში
19. ფაქტები და უცნაურობები აინშტაინზე
20. 10 ყველაზე ცნობილი განგსტერი
21. ქვეყნების სატანკო შეიარაღება
22. კადრები, რომლებმაც მომავალი შეცვალა(ნაწილი 2)
23. ყველაფერი ლეონელ მესის შესახებ
24. ყველაფერი კრისტიანო რონალდოს შესახებ
25. კალათბურთის მსოფლიო რეკორდები
26.მსოფლიო რეკორდები ფეხბურთი(ნაწილი 2)
27.მსოფლიო რეკორდები ფეხბურთი
28. ყველაზე საშიში ქვეყნები სამოგზაუროდ
29. მაღალანაზღაურებადი ფილმები
30. მამები ყოველთვის მართალნი არიან
31. მსოფლიო საოცრებები: ანგკორ ვატი
32. დაუჯერებელია მაგრამ რეალური
33. 5 წარმოუდგენელი ბრძოლა მსოფლიოს იტორიაში
34. მსოფლიოს უსწრაფესი მანქანები
35. მსოფლიოს უმდიდრესი პოლიტიკოსები
36. 10 სასაცილო ლოგო
37. 10 უძლიერესი იარაღი მსოფლიოში
38. გამონათქვამები, რომლებიც შეცვლის შენს ცხოვრებას
39. საფეხბურთო ისტორიის 10 პენალტი
40. საუკეთესო კაპიტნები
41. პოეზია უპირველეს ყოვლისა


ავტორი: გიგა ბურდული

0
300
შეფასება არ არის
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0