x
image
თორ ნიკე
Mediator image
ჩაქმულის ქანდაკებები
ჩაქმულის ქანდაკებები


მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის ქალაქ ჩიჩენ იცაში მდებარე მეომართა ტაძრის წვერზე, ქვის შთამბეჭდავი ქანდაკება წამოწოლილა. ის დაახლოებით ახ.წ. 900-1050 წლებით თარიღდება და, შესაძლოა, ტოლტეკების წვიმის ღმერთს გამოხატავდეს. ასეთი ქანდაკებები იუკატანის ნახევარკუძულზე გამოჩნდა სწორედ ახ.წ. მე-9 საუკუნიდან. მათ შორის ყველაზე ცნობილ ქანდაკებას, რომელიც მეომართა ტაძრის წვერზეა, მკერდზე ჯამი უდევს, რომელშიც სავარაუდოდ რელიგიური ცერემონიების დროს მსხვერპლად შეწირული ადამიანების გულებს ათავსებდნენ. ეს სახელი - "ჩაქმული" (ან ჩაქ მული) ქანდაკებას ფრანგმა არქეოლოგმა, ოგიუსტ ლე პლოჟენმა შეარქვა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩიჩენ იცას შეისწავლიდა.


ჩაქმულის ქანდაკებები


პლონჟენის მტკიცებით, ეს სიტყვა "ღმერთ-ვეფხვს" ნიშნავდა. დღეს ამ ტიპის ყველა ქანდაკებას ჩაქმულებს უწოდებენ. მეომართა ტაძარი ასობით მოჩუქურთმებული სვეტითაა გარშემორტმული. ზოგიერთი მეცნიერების აზრით, ჩაქმულის ქანდაკებები მომაკვდავ მეომრებს გამოხატავდნენ, რომელთაც ღმერთებისთვის დედამიწის ამბები მიჰქონდათ.



ჩაქმულის ქანდაკებები


ასევე დაგაინტერესებთ:


1. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

2. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

3. ზევსის ქადაკება ოლიმპიაში

4. ოლიმპიადის ისტორია


160 სამეცნიერო სტატია

100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0