x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში


ძვ.წ. 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის, ბერძენთა უზენაესი ღმერთის ქანდაკება დაასრულა, რომელიც სამხრეთ საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისთვის სპეციალურად აგებულ ტაძარში იდგა, სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა, ესეიგი დღევანდელ ოთხსართულიან სახლზე მაღალი იყო. ქანდაკება მრავალ ძვირფას მასალას შეიცავდა, მათ შორის ერთ ტონა სპილოს ძვალსა და ტონაზე მეტ ოქროს.


ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში


ყველა მნახველს აოცებდა, როგორც ქანდაკების სიდიდე, ასევე მცირე დეტალების განსაკუთრებული დახვეწილობა. გადმოცემით, ის უფრო საიუველირო ნაწარმს ჰგავდა, ვიდრე ქანდაკებას. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა. ზევსი ტახტზე ისე ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეჩვენებოდა თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდა. ქანდაკება ტაძარში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა. ზევსის ქანდაკება დაახლოებით ძვ.წ. 466-456 წლებში აიგო. მან ქანდაკების აგებას 8 წელი მოანდომა.



ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში


ქანდაკებისთვის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი იქნა გამოყენებული. სინესტისა და ზაფხულის ხვატისგან დასაცავად ძვალი ზეთით დაფარეს. თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებდით, ქანდაკება 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირებოდა.


ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში


ზევსის ტაძარს თითოეულ მხარეს 13, ხოლო თითოეულ ბოლოს 6 სვეტი ამშვენებდა. მისი მობათქაშებული კედლები კირქვის იყო, სახურავი კი მარმარილოს ფილებისგან შედგებოდა. რომაელთა ბატონობის პერიოდში ეს შესანიშნავი ქანდაკება მივიწყებულ იქნა, მისდამი აღარ აღევლინებოდა ღვთისმსახურება. გადმოცემის თანახმად, ქანდაკების ნაწილები ახ.წ. 394 წელს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა.


ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში



ასევე დაგაინტერესებთ:


1. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

2. უილიამ ალენი ქართველების შესახებ


160 სამეცნიერო სტატია

100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
935
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
935
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0