x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
Vogue-ს მენეჯერმა "მონათმფლობელური წვეულება" მოაწყო და სამსახურიც დაკარგა
imageბრაზილიური Vogue-ს მენეჯერმა დონატა მაირელესმა საკუთარი 50 წლის იუბილე გრანდიოზულად და ორიგინალურად აღნიშნა-თეთრკანიან სტუმრებს დარბაზში შავკანიანი მონები ემსახურებოდნენ, სწორედ ისე, როგორც ეს 150-200 წლის წინ იყო, საბოლოოდ ეს იუბილე იმით დამთავრდა, რომ მაირელესი სამსახურიდან დაითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ მენეჯერი ცდილობდა დამეტკიცებინა, წვეულება ძველი აფრობრაზილიური ხალხური ტრადიციის "კანდომბლეს" ინსცენირება იყოო.


მოკლედ წვეულება მონობის საუკეთესო ტრადიციით ჩატარდა, მოსამსახურის კოსტუმში გამოწყობილი შავკანიანი ქალები ემსახურებოდნენ იუბილარს და მის სტუმრებს, სოციალური ქსელის მომხმარებლები განსაკუთრებით აღაშფოთა ფოტომ, სადაც იუბილარი დონატა მაირელესი ტახტრევანზეა წამოსკუპული და გარშემო ორი შავკანიანი "მონა" გარს ახვევია.

image

image




Vogue-ს მენეჯერი ცდილობდა თავის გამართლებას მაგრამ უშედეგოდ, ჟურნალ Vogue Brazil -ის ხელმძღვანელობა შეუვალი იყო, რის გამოც დონატა მაირელესი იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა, Vogue Brazil -ი კი მკითხველებს შეპირდა ამის შემდეგ რაც შეიძლება ბევრ ანტიდისკრიმინაციულ მასალებს გამოვაქვეყნებთო.


imageფოტოანალოგი წარსულიდან:ბრაზილია 1860 წელი, ქალბატონი ორი შავკანიანი მონის გარემოცვაში


0
136
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0