x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების გამო პოლიციამ უცხოელი მოქალაქე დააკავა
image

აჭარის პოლიციამ 8 წლის გოგონას მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტზე პოლიციამ 30 წლამდე მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.


შეგახსენებთ, გუშინ, 15 თებერვალს 8 წლის გოგონას დედამ ჯერ სამართალდამცველებს, შემდეგ სოციალურ სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, ასევე ესაუბრა ჟურნალისტებს.


შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც ბავშვის დედა თავადვე მუშაობდა. როგორც ქალმა მედიას განუცხადა, მას შვილი სამსახურში ხშირად დაჰყავდა. ბავშვის დედის მტკიცებით, სასტუმროს მფლობელი, 30 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქემ მისი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება რამდენჯერმე ჩაიდინა. აქედან ორ საეჭვო ფაქტს თავადაც შეესწრო, რის შემდეგაც მან შვილს გამოჰკითხა, რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ზრდასრულ მამაკაცს მასთან.



"ბავშვმა აღიარა, რომ ეს ისე იყო, როგორც მე ვგრძნობდი და დავინახე, იყო მომენტი, მეც იქ ვიყავი, მე ეს დავაფიქსირე"-აღნიშნა ბავშვის დედამ.


საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 8 წლის გოგონა გამოჰკითხა ფსიქოლოგმა და ჩაუტარდა ექსპერტიზა. გამოძიება ამ დროისთვის სწორედ ექსპერტიზის პასუხებს ელის.

0
50
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0